როგორც ჩანს, ფეისბუქი stories მიმართულებით ახალ ცვლილებებს გეგმავს და მალე ჩვენ ვეღარ შევიტყობთ თუ ვინ ნახა ჩვენი სთორი. სთორის მნახველებში მხოლოდ ის ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებმაც რეაქცია გამოხატეს, ან დააკომენტარეს ჩვენს "დღის ამბავზე". აღნიშნული ინფორმაცია, შეტყობინების სახით, უკვე არაერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა მიიღო და ამაზე ტვიტერზეც აქტიურად საუბრობენ.

ეს შესაძლო განახლება მომხმარებელში დებატებს იწვევს, ისინი განიხილავენ თუ რა პოზიტიური და ნეგატიური შედეგი შეიძლება მოიტანოს აღნიშნულმა ცვლილებამ.

ერთი მხრივ, ეს შესაძლებლობაა ადამიანებისთვის, რომ არაიდენტიფიცირებულად დაათვალიერონ სთორები, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის კონტენტი, რომელსაც ფეისბუქზე ვხვდებით. მაგალითად, სოციალური ქსელი არ გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ და როდის დაათვალიერა ჩვენი პროფილი. მეორე მხრივ კი ეს დიდი იმედგაცრუება იქნება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა, ვინ ნახულობდა მათ სთორებს. ეს ერგვარი მოტივაციაც იყო მომხმარებელთა ნაწილისთვის, იმისათვის რომ მეტი სთორი დაედოთ, ვიდრე პოსტი.

მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც ჩანს, ვეღარ გავაკონტროლებთ, თუ ვინ ნახა ჩვენი სთორი, ხოლო როგორც სხვა ყველა ტიპის პოსტის შემთხვევაში, ძალაუფლება ისევ მნახველის ხელშია — თუ ის საჭიროდ ჩათვლის, რომ დაინახოთ, სთორიზე კომენტარს ან რეაქციას დაგიტოვებთ. ხოლო თუ იდენტიფიცირებას არ მოისურვებს, ვერასდროს გაიგებთ, ნახა თუ არა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე