ნიკა მელია

24 Oct. 2021, 14:50

ბატონი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, აი, უცბად უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდე, რაც მართალია, მართალია. ცა უნდა ჩამოვარდეს, მიწა გასკდეს და ჩავარდეს. ეს ნახევრად ხუმრობით. 

რას ვიზამთ, ენას ძვალი არ აქვს, ბატონი ღარიბაშვილი, მისდა გასაკვირად და ბევრისთვის პარადოქსულად, საარჩევნო კამპანიაში გვეხმარება — ჩვენთვის ზურგის ქარის ფუნქციას ასრულებს. აქაც საქმე გვაქვს დაჯერებასან და შეჩვევასთან, აღარ უკვირთ ადამიანებს. პრემიერმინისტრი დილით ადრე დგება, შარვალს იცვამს, კოსტუმს იცვამს, ჰალსტუხს იკეთებს, მედიას გეძახით და იწყევლება, იწყევლება, იწყევლება, იწყევლება, მეტს არაფერს აკეთებს, ხალხნო. რაც უფრო მეტად გამოჩნდება, მით უკეთესი საზოგადოებისთვის.

ამის შესახებ ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ფორმულასთან ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ თქვა, სადაც მან ნიკა მელიას უინტელექტო უწოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  5. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ