ოქტომბერში ცნობილი მსახიობის პოლ უოკერის შვილმა, მედოუ უოკერმა იქორწინა და ამ მნიშვნელოვან დღეს მამის სიმბოლური მოვალეობა პოლ უოკერის მეგობარმა და Fast & Furious-ის (ფორსაჟი) ვარსკვლავმა, ვინ დიზელმა შეასრულა.

22 წლის მედოუ უოკერი პროფესიით მოდელია და მან მსახიობ ვუდი თორნტონ-ალანზე იქორწინა. მათი ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი ცერემონია კარიბის ზღვის კუნძულზე, დომინიკელთა რესპუბლიკაზე ჩატარდა.

იმ მომენტის ამსახველი კადრი, თუ როგორ მიაცილა ვინ დიზელმა მედოუ უოკერი საკურთხეველთან, მოდელის ინსტაგრამის პირად ანგარიშზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან შეგვიძლია ვიხილოთ:

შეგახსენებთ, რომ მედოუს მამა და ფორსაჟის ფილმების სერიის ლეგენდა, პოლ უოკერი 2013 წელს დაიღუპა ავტოავარიაში.