დააავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 948 787 აცრაა ჩატარებული. ამასთან, სულ მცირე 1 დოზით 1 024 099 ადამიანია ვაქცინირებულია, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36%-ს შეადგენს.

რაც შეეხება სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობას, NCDC-ში ამბობენ, რომ სრულად ასეთი სულ 923 970 ადამიანია. ეს მოსახლეობის 32.4%-ია.

24 ოქტომბრის მონაცემებით, დღიურად აცრილია 4 209 ადამიანი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 483, ხოლო გარდაიცვალა — 43 ადამიანი.