დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

24 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 483, ხოლო გარდაიცვალა — 43 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 011 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 19 618, ხოლო PCR-ით — 12 393.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,73%, ბოლო 7 დღის — 9,13%, ხოლო 14 დღის — 9,06%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 692 240-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 9 742, ხოლო გამოჯანმრთელდა 630 961 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა;
  • აჭარა — 87;
  • იმერეთი — 729;
  • ქვემო ქართლი — 221;
  • შიდა ქართლი — 195;
  • გურია — 98;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 235;
  • კახეთი — 539;
  • მცხეთა-მთიანეთი — 48;
  • სამცხე-ჯავახეთი — 68;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 51 511, საიდანაც 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 490, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 309 ადამიანი.

957 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 44 513 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 487 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: