გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კალაძე ბანერებზე აღარ იღიმის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შიდა კვლევების მიხედვით, პრობლემები აქვთ. მისივე თქმით, ქართული ოცნების ერთ მუნიციპალიტეტში დამარცხებაც კი ნიშნავს იმას, რომ სისტემა თავზე "ჩამოეფშვნებათ".

"რაღაცა გიჟური დაპირებების სროლა დაიწყეს და ბანერები გამოცვალეს კალაძის, ახლა ახალი კალაძე გაკრეჭილი თმებით და უფრო სერიოზული სახით, აღარ იღიმის და ა.შ. — ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უბრალოდ მათი შიდა კვლევები აჩვენებს, რომ პრობლემები აქვთ, ეშინიათ მარცხის. ერთ ადგილასაც კი მათთვის მარცხი ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოეფშვნებათ თავზე. ინდიკატორია, რომ თვითონ არიან მართლა შეშინებულები", — განაცხადა ჯაფარიძემ TV პირველთან.