ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სრულად შესთავაზა ის სერვისები, რაც მას ესაჭიროება და უწყებას მიაჩნია, რომ უსაფრთხოების ზომები ციის საავადმყოფოში უფრო მეტად იქნება დაცული.

"პენიტენციური სამსახურის დებულების მიხედვით, მათ აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ მიხეილ სააკაშვილი თავიანთ კლინიკაში. ასევე, ის სერვისები, რომლებიც ამ ეტაპისთვის პაციენტს ესაჭიროება, სრულად არის შეთავაზებული პენიტენციური სამსახურის მხრიდან და მხოლოდ ეს გახლავთ მიზეზი იმის, რომ მას შესთავაზეს მე-18 დაწესებულება და არა რომელიმე სხვა კლინიკა, ვინაიდან თვლიან, რომ უსაფრთხოების ზომები აქ მეტად იქნება დაცული და ყველაფერი გაკეთდება პაციენტის ჯანმრთელობის და ინტერესების სასარგებლოდ", — აცხადებს ტიკარაძე.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან, 23 დღეა შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მისი პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად გადაიყვანენ სააკაშვილს დამატებითი გამოკვლევებს ჩასატარებლად.