პროკურატურის ინფორმაციით, 18 წელი მიესაჯა პირს, რომელიც არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა. გაუპატიურების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნო.

"ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე, ბრალდებული 14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად, ძალადობით სქესობრივ კავშირს ამყარებდა. ასევე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა", — წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდებული სსსკ-ს 11’, 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით, ასევე 126’ მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი. აღნიშნული მუხლები გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, გაუპატიურებასა და ძალადობას.