სააკაშვილს მისი მმართველობის კანონებით რომ მივდგომოდით, 30 წელი მოუწევდა ციხეში — კალაძე
თბილისის მერისა და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმ კანონებით რომ მიდგომოდნენ, რა კანონებიც სააკაშვილის დროს იყო, ციხეში 30 წლის გატარება მოუწევდა. მისივე თქმით, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილებაა.
"თუ ჩვენ დავიწყებთ იმგვარ მიდგომებს, რომ ადამიანური და პოლიტიკური ფაქტორი ჩაერიოს ამ ყველაფერში, მაშინ ევროპული ქვეყანა ვერ ვიქნებით. პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას და ჩვენს კანონებს. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა — იმ კანონებით რომ მივდგომოდით, რა კანონებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იყო, დღეს მას 30 წელი მოუწევდა ციხეში ყოფნა", — თქვა კალაძემ რუსთავი 2-თან.
რაც შეეხება უცხოელების განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, კალაძის თქმით, მთავარი ამოსავალი წერტილი საქართველოს კონსტიტუცია და ქვეყნის კანონმდებლობა უნდა იყოს.
"ნამდვილად არ სიამოვნებს არავის, თუნდაც სააკაშვილის ციხეში გაშვება, ნამდვილად არ მიხარია, მაგრამ არც ის მიხაროდა, რომ წლების წინ, 2012 წლამდე ოჯახებს აუბედურებდნენ, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ და მოკლულ ადამიანებს სახურავზე ყრიდნენ, გირგვლიანების ოჯახი ამოწყვიტეს და სულხან მოლაშვილის ოჯახი გააუბედურეს. შესაბამისად, ამ ადამიანს მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რომელიც მათი რეჟიმის დროს განხორციელდა," — აცხადებს კალაძე.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან, 22 დღეა შიმშილობს. პროკურატურის განცხადებით, მას წარედგინება ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაზე. უწყების ვერსიით, სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან გემით შემოვიდა ფოთის პორტში.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები