დავამატეთ საკმაოდ ნეგატიური კამპანია, თუ ვინმეს მეხსიერების პრობლემა ექნება, შევახსენოთ ეს ხალხი ვინაა — მდინარაძე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მათ თვითმმართველობის მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში "საკმაოდ ნეგატიური" კამპანია წამოიწყეს, რათა თუ ვინმეს პოლიტიკურ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს წარსული გაახსენონ. მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან წაგება შეუძლებელია და სწორედ ამიტომ არიან "დიდ გულზე" და "შეტევაზე".
"პირველ ტურში კახა კალაძემ ჩამოაყალიბა ყველა დეტალთან დაკავშირებით თავის მოსაზრება, რომელსაც არავინ არც აკრიტიკებდა, არ შედიოდნენ თემაში, იმიტომ რომ არ აწყობთ ამ თემებში შესვლა, მაგრამ ახლა ამას ჩვენ დავამატეთ საკმაოდ ნეგატიური, მოდი ვთქვათ და ვაღიაროთ, კამპანია, რომ თუ ვინმეს კიდევ რაღაცა მეხსიერებასთან დაკავშირებით შეიძლება პრობლემა გაუჩნდეს, პოლიტიკურ მეხსიერებასთან ამ შემთხვევაში, შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, არც მათ ყველაზე გულანთებულ მომხრეს, რა თქმა უნდა, მასაც უნდა შევახსენოთ ეს ხალხი ვინ არის და როგორ ალაგებენ გაღმა შედავების პრინციპს", — განაცხადა მდინარაძემ იმედის ეთერში.
არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მმართველმა გუნდმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით ვიდეო გამოაქვეყნა. მათ ოფიციალურ, ვერიფიცირებულ ფეისბუქგვერდზე ატვირთულ ვიდეორგოლში გამოყენებულია ის კადრები, რომლებსაც სხვადასხვა დროს ტროლ-გვერდები ენმ-ის დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ. ქართულმა ოცნებამ ამ კლიპს დავასრულოთ ნაცები დაარქვა და და #ნაცობასირხვილია დააჰეშთეგა.
ვიდეო იმ ეპიზოდებით იწყება, რომელიც არაერთხელ უხსენებია დამამცირებელ კონტექსტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და აგვისტოს ომის დროს სააკაშვილისა და მისი დაცვის ქცევას ასახავს. გარდა ამისა, გვხვდება სხვა კადრები, რომელთა მიზანი სააკაშვილის დაცინვა და დამცირებაა — უმეტესი დრო ექსპრეზიდენტს ეთმობა, თუმცა აქვე არის ეპიზოდები გიგი უგულავას, დავით კირტიკაძისა და ნიკა მელიას შესახებ. ვიდეოს ბოლოში წითელ ფონზე ჩნდება წარწერა: დავამთავროთ ნაცები.
ამასთანავე, რაიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებზე ოპოზიციის მადისკრედიტირებელ განცხადებებს აკეთებენ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
გაიგე მეტი:
- ძალიან მაინტერესებს, რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი — ღარიბაშვილი ანზორ მელიაზე
- რა პერსპექტივა აქვს ნაყოფიას, ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს — ღარიბაშვილი
- რას ნიშნავს უხერხულობას მიქმნის, ეს ჩვენი ვალდებულებაა — ღარიბაშვილი მმართველობის მე-9 წელს ენმ-ის კრიტიკაზე
- "სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს" — კობახიძე სტიგმის გაძლიერებით სააკაშვილის შეურაცხყოფას ცდილობს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
კომენტარები