მეგობრებზე თავდასხმით შენ თავს ესხმი საქართველოს ინტერესებს — ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის მიერ ევროპარლამენტარების მისამართით გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი "ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ", საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება და ამით ღარიბაშვილი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს ესხმის თავს. იუკნევიჩიანეს თქმით, ევროპარლამენტარებს საქართველოზე დაკვირვების ვალდებულება აქვთ, რადგან არსებობს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან.
"ვიცი, რომ ღარიბაშვილმა კუბილიუსი და ფოტიგა მოიხსენია. ისინი სიტყვებით ომში ირაკლი ღარიბაშვილთან არ შევლენ, მაგრამ მე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. პრემიერი ამბობს, რომ მათ საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედონ, მაგრამ ის არასწორია, რადგან საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. ჩვენ პირდაპირი ვალდებულება გვაქვს, რომ თვალ-ყური გადევნოთ. ის, რაც პრემიერმინისტრმა ბოლო დროს ისაუბრა საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, როცა თავს ესხმი შენს მეგობრებს, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, ისინი კი ბევრი არ გყავს. ევროპარლამენტარების უმრავლესობას საქართველოს მიმართ ინტერესი არ აქვს. მეგობრებზე თავდასხმით შენ თავს ესხმი საქართველოს ინტერესებს", — განაცხადა ევროპარალმენტარმა TV პირველის თარგმანის მიხედვით.
იუკნევიჩიანე ამბობს, რომ ევროპარლამენტარებისთვის მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა მიუღებელია, მითუმეტეს იმ დროს, როცა სააკაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია.
"ჩვენთვის მიუღებელია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია და განსაკუთრებით იმ დროს, როცა სააკაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია. დამიჯერეთ, ბევრ ევროპარლამენტარს არ ადარდებს რა ხდება საქართველოში და არც ინტერესი აქვთ, მაგრამ თქვენი მეგობრებისთვის უკიდურესად სამწუხარო ფაქტია, როდესაც პოლიტიკოსები იყენებენ სიძულვილის ენას", — განაცხადა იუკნევიჩიანემ.
სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებებისა და ქართული ოცნების კრიტიკის პასუხად, მმართველმა გუნდმა ევროპარლამენტარების კრიტიკა დაიწყო. მაგალითად, 20 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და ანდრიუს კუბილიუსი "ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ". მისი თქმით, ამ ევროპარლამენტარების ჭკუით არ ივლის და სჯობს, მათ საკუთარ ქვეყანას მიხედონ.
პრემიერმინისტრს ნათქვამი აქვს ისიც, რომ "ვიღაც ევროპარლამენტარები ბრძნული სახით გვაძლევს ბრძნულ რჩევებს" და ეს მუდმივი სპეკულაციის საგანია. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ევროპარლამენტარების ნათქვამს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
ევროპარლამეტარებისადმი მმართველი გუნდის რიტორიკა რომ მსგავსია, ამას ადასტურებს პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებიც. მან ისინი "ნაცმოძრაობის ლობისტებად" მოიხსენია და თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზებას ვეღარასდროს განახორციელებენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ კი მათ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ღია წერილს ფარისევლური უწოდა.
21 ოქტომბერს ევროკავშირის ელჩი პრემიერმინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც სააკაშვილის მხარდამჭერ ღია წერილს ხელი მოაწერეს, ევროპარლამენტის მუშაობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მისივე თქმით, კომენტარები, რომლებსაც ინდივიდუალური ევროპარლამენტარები აკეთებენ, მათი გადაწყვეტილებაა და მათზეა დამოკიდებული.
ამავე თემაზე:
- პირადი ურთიერთობების საფუძველზე შექმნილი სუბიექტური მოსაზრებაა — ბოჭორიშვილი ევროპელი პოლიტიკოსების წერილზე
- კეთილი ინებონ და ყველამ პატივი სცეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს — ოხანაშვილი ღია წერილზე
- სარჯველაძის თქმით, გლუკსმანი მიკერძოებული ევროპარლამენტარია
- ნუ დააზიანებენ ჩვენს ქვეყანას — კობახიძე ევროპარლამენტარებზე
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები