"ვიგრძენი, რომ მშვენიერი იყო" — უსინათლო ქმრისთვის ქორწილში ქალმა შეხებით აღსაქმელი კაბა ჩაიცვა
ამერიკელ კელი ენ ფერაროს თავის ქმართან, ენტონისთან, პირველ პაემანზე ხავერდის კაბა ეცვა, რათა უსინათლო კაცს "ეგრძნო, როგორ გამოიყურებოდა". სულ ცოტა ხნის წინ, როცა ისინი დაქორწინდნენ, კელი ენმა გადაწყვიტა, ბამბის ყვავილებითა და მაქმანებით მორთული და შეხებით აღსაქმელი კაბა ჩაეცვა, რათა ენტონის კიდევ ერთხელ ეგრძნო მისი ჩაცმულობა.
"მითქვამს კიდეც, რომ ამ სამყაროში ის ჩემი თვალებია. თუმცა, როცა საგანგებოდ ჩაიცვა კაბა, რომელსაც შეხებით ვიგრძნობდი, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა", — აღნიშნავს ენტონი ფერარო, პარაოლიმპიელი, მუსიკოსი და სამოტივაციო გამოსვლების ავტორი, — "მისი შეგრძნება შევძელი. ვიგრძენი, რომ მშვენიერი იყო".
წყვილმა ერთმანეთი 2018 წელს, მეგობრების შეკრებაზე გაიცნო. ენტონი ახალდაბრუნებული იყო ტოკიოში გავლილი ძიუდოს წვრთნიდან, კელი ენი კი ტაილანდიდან ჩამოსულიყო. ენტონის თქმით, მასთან კავშირი მაშინვე იგრძნო.
პირველი პაემანიც მნიშვნელოვან ამბავს დაემთხვა — ნიუ-იორკში ენტონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა იყო. ფილმში მისი, როგორც სპორტსმენის, გავლილი გზის შესახებ ჰყვებოდნენ. ამის შემდეგ კელი ენმა მეტი ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა უსინათლობისა და იმ ხალხის შესახებ, ვისაც, ენტონის მსგავსად, მცირედი სინათლის აღქმა შეუძლია.
ასე ისწავლა, რომ ბინაში წამახვილებული საგნები ბალიშებითა და ბუშტებიანი შესაფუთი ცელოფნით უნდა დაეფარა. მალევე გაიგო ისიც, რომ ენტონის ხავერდის და სხვა რბილი ქსოვილების შეხება მოსწონდა. ამიტომ, გადაწყვიტა, ბამბით ნაქარგი ყვავილებით გაწყობილი საქორწილო კაბა ხავერდით, შიფონითა და სირმით შეეკერა.
"ეკლესიაში სულ ჩავჩურჩულებდი, კაბას შეეხე-მეთქი. ძალიან მახარებდა, რომ ჩემსავით შეეძლო კაბა შეეგრძნო და მოსწონებოდა".
ენტონის თქმით, კელი ენმა და დედამისმა მარტო კაბა კი არა, ქორწილის ყველა დეტალი საგანგებოდ გათვალეს. ცერემონიამდე ქალმა მას ბრაილის შრიფტით დაწერილი წერილი გაუგზავნა, ქორწილი კი სპეციალურად გაიმართა დღის შუქზე, რადგან ენტონის სინათლისა და ჩრდილების აღქმა შეუძლია.
ცერემონია კარავში ჩატარდა, თუმცა, მეტალის ბოძები ბუშტებიანი შესაფუთი ცელოფნით დაფარეს, რათა ენტონი უსაფრთხოდ გადაადგილებულიყო.
"მისი წინდახედულობა და ძალისხმევა, რომელმაც ჩვენი ქორწილი ჩემზე მორგებულად აქცია, გამოუთქმელად ბევრს ნიშნავს. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და, როგორც უკვე ვთქვი, 'ჩემი თვალები ამ სამყაროში'", — ამბობს ენტონი.
წყვილი სოციალურ ქსელებში უსინათლოთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას გეგმავს. მათ მოგზაურობაც ძალიან უყვართ — კელი ენი ხომ ენტონის ყოველთვის აღუწერს ნანახ ხედებს.
"ჩვენი ამბავი ბედნიერებისა და ერთიანობის იდეას სინათლით ავსებს, მათთვისაც კი, ვინც ჩემ მსგავსად ფიქრობდა, რომ სიყვარული შეუძლებელი იყო", — ამბობს ენტონი, — "სამყაროს მეტი სინათლე სჭირდება და, ვიმედოვნებ, ჩვენი ისტორია მას ცოტათი მაინც ჰფენს".
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები