ტომ ჰოლანდი და მარკ უელბერგი მალე განძის მაძიებლების როლში მოგვევლინებიან!

Zombieland-ისა და Venom-ის რეჟისორმა, რუბენ ფლაიშერმა ახალი ფილმი საკულტო ვიდეოთამაშის — Uncharted-ის მიხედვით გადაიღო და ამ კინოეკრანიზაციასაც იგივე სახელწოდება ექნება.

ტომ ჰოლანდი განძის მაძიებელ ნათან დრეიკის როლს თამაშობს, რომელსაც ფათერაკკებით სავსე გზაზე მიზნის მიღწევაში უელბერგის პერსონაჟი სალი და სოფია ალის გმირი ქლოი ფრეიზერი ეხმარებიან.

ტრეილერი ნამდვილად საინტერესო სანახაობას გვპირდება:

ჰოლანდი ცოტა ხნის წინ ბრიტანულ GQ-ს ვიდეოთამაშის მთავარი გმირის შესრულების გამოწვევებზე ესაუბრა.

"როგორც კი იმის შესახებ დაიწყებთ ფიქრს კარგად გამოიყურებით თუ არა კადრში, მსახიობობა უკვე სხვა რამეს ემსგავსება და არა პერსონაჟის თამაშს. ვაღიარებ, რომ როლის შესრულების დროს ასეთი აზრები მეც მიჩნდებოდა. რადგან ფილმი ჯერ არ მინახავს, არ ვიცი წარმატებულად გავართვი თუ არა თავი. მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ის იყო, რომ პერსონაჟის განსახიერება საკუთარი თავითა და სხეულით ტკბობაზე მეტია", — ამბობს ჰოლანდი.

Uncharted-ის პრემიერა 2022 წლის 18 თებერვალსაა დაგეგმილი.