ბლეიკ კრაუჩი და სხვა ცნობილი მწერლები, რომელთაც თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე შეხვდებით
20 ოქტომბერს წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ღონისძიება, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა დაიწყო. გერმანიის ლიტერატურული დედაქალაქიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე უკვე შევიტყვეთ, მათ შორის ისიც, რომ ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის ახალ და ჯერ გამოუცემელ რომანზე უფლებები ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ გამომცემლობას, HarperCollins-ს და კიდევ ცხრა ქვეყნის გამომცემლებს შეუძენიათ.
თუმცა, ოქტომბრის გრილ ამინდებში საინტერესო ამბები არც საქართველოში მყოფ წიგნების მოყვარულებს მოაკლდებათ. წელს თბილისი, როგორც იცით, წიგნის მსოფლიო დედაქალაქია, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო პროექტი უკვე განხორციელდა და კიდევ ბევრი იგეგმება. მაგრამ ამჯერად ალბათ ყველანაირი ინტერესის მქონე მკითხველზე მორგებული ღონისძიება, თბილისის VI საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, იმართება.
ფესტივალი 17 ოქტომბერს გაიხსნა. მას შემდეგ გაიმართა ბევრი საინტერესო შეხვედრა უცხოელ და ქართველ ლიტერატორებთან. მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის პენცენტრების ერთობლივი დისკუსია "ლიტერატურა ოკუპაციის პირისპირ", დისკუსია თემაზე "მწერლობა ომისა და დიქტატურის პირობებში" ბელარუს, ისრაელელ და უკრაინელ ავტორებთან ერთად, ასევე ქართველი მწერლების სემინარების ციკლი საერთო კონცეფციით "ქალაქი, როგორც სიმბოლო". შეხვედრის ვიდეოჩანაწერების ნახვა პროექტის ფეისბუქგვერდზე შეგიძლიათ.
თუმცა, თუკი ამ შეხვედრებზე დასწრება ან ლაივ-რეჟიმში თვალის მიდევნება ვერ მოახერხეთ, არ დაღონდეთ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება.
პარასკევი
მაგალითად, 22 ოქტომბერს, 19 საათზე, დისკუსია "მწერალი რამდენიმე ენის სივრცეში" ხუთი სხვადასხვა ქვეყნის ავტორებს გააერთიანებს: ჰაიკე ფიდლერი შვეიცარიიდან, ტარიკ ელ-ტაიბი სუდანი/ავსტრიიდან, ორელია ლასაკი საფრანგეთიდან და ზურაბ ქარუმიძე საქართველოდან. შეხვედრის მოდერატორი ინგა ჟღენტი იქნება.
ამავე დღეს, 20:30-ზე გაიმართება შეხვედრა ლიბანელ მწერალთან, იმან ჰუმაიდანთან, რომელსაც მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე გაუძღვება.
შაბათი
არანაკლებ ამაღელვებელი ღონისძიებები იგეგმება ამ შაბათ-კვირას.
23 ოქტომბერს, 17 საათზე, ამერიკელი რედაქტორი ჟაკლინ ბენ-ზეკრი, სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი და მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე ლიტერატურულ პროცესებში მხატვრული რედაქტორის როლზე იმსჯელებენ.
18 საათზე პოეზიის მოყვარული მკითხველი ფრანგი ორელია ლასაკი მოსმენას შეძლებს.
მოგვიანებით, 20 საათზე კი ღონისძიების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამბავია დაგეგმილი. ცნობილი ამერიკელი მწერალი და მსოფლიო ბესტსელერის, ბნელი მატერიის, ავტორი ბლეიკ კრაუჩი მკითხველს შეხვდება. შეხვედრას ზაზა კოშკაძე და ლუკა გრიგოლია უხელმძღვანელებენ.
კვირა
24 ოქტომბერს ფესტივალი კვლავაც კრაუჩის შეხვედრებით გაგრძელდება. 15 საათზე, იგი ჟაკლინ ბენ-ზეკრისთან ერთად მწერლებისა და სტუდენტებისთვის შემოქმედებითი წერის სემინარს ჩაატარებს. მასზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის, ერთგვარი შესარჩევი ტურის, გავლა.
ამერიკელი მწერალი, ბლეიკ კრაუჩი
ფოტო: Sarah Tew / CNET
18 საათზე კრაუჩი უკვე იმან ჰუმაიდანთან გააგრძელებს მწერლის შინაგან იზოლაციასა და იძულებით იზოლაციას შორის განსხვავებაზე საუბარს.
19 საათზე კიდევ ერთი ბესტსელერის, მოკვდი, სიყვარულო, არგენტინელ ავტორთან, არიანა ჰარვიცთან შეხვედრა გაიმართება, რომლის მოდერატორიც ირაკლი მენთეშაშვილი იქნება.
დაბოლოს, 20:30-ზე, წელს გარდაცვლილი ამერიკელი პოეტის, ლორენს ფერლინგეტისადმი მიძღვნილი საღამო დაიწყება, სახელწოდებით "ქალაქის უქრობი შუქები".
როგორც ხედავთ, წინ მნიშვნელოვანი და საინტერესო ლიტერატურული ამბებით დახუნძლული უქმეებია. ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფეისბუქგვერდზე და თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ვებსაიტზე შეძლებთ.
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
კომენტარები