ღარიბაშვილის განცხადება არის ავტორიტარული გზავნილი დემოკრატიული იდეის წინააღმდეგ — ნონიაშვილი
ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ოპოზიციის მერობის კანდიდატების არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებული განცხადებები, რომ მათ "ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ", დემოკრატიული და თვითმმართველობის იდეის წინააღმდეგ ავტორიტარული გზავნილია. ნონიაშვილის თქმით, ღარიბაშვილს არავინ ეკითხება, ვინ იქნება თბილისის მერი, რადგან ამას მოქალაქეები წყვეტენ.
"ირაკლი ღარიბაშვილს არავინ არ ჰკითხავს, თუ ვინ გახდება თბილისის მერი, ამას გადაწყვეტენ საქართველოს მოქალაქეები. რაც შეეხება მის განცხადებას, ეს არის ღიად ავტორიტარული გზავნილი დემოკრატიული იდეის წინააღმდეგ და თვითმმართველობის იდეის წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანებმა გადაწყვიტონ, ვის აირჩევენ და არა ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რომელსაც ნებისმიერი თვითმმართველობის სრული კონტროლი სურს", — განაცხადა ნონიაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი რაიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებზე ოპოზიციის მადისკრედიტირებელ განცხადებებს აგრძელებს. პრემიერმინისტრმა სენაკში შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას სენაკის მერობა სურს, როცა იქ სახლიც კი არ აქვს. მისი თქმით, თუ ნაყოფია გაიმარჯვებს, "არანაირი პერსპექტივა არ აქვს", რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია.
ამასთანავე, 21 ოქტომბერს ზუგდიდში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას მუნიციპალიტეტის მართვის "წარმოდგენა არ აქვს" და არ იცის "რამდენი სოფელია ამ ქალაქში", ხოლო ქართული ოცნებას "ღირსეული ზუგდიდელი" და "უწესიერესი კაცი" ჰყავს კანდიდატად.
ამავე თემაზე:
- ღარიბაშვილი პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი "დაიჩაგრება" — დეკანოიძე
- ღარიბაშვილის ნებისმიერი გამოსვლა კატასტროფაა, ასეთი ბანძი შეფასებების მნახველი არა ვარ — ბობოხიძე
- უკვე ძალიან სასაცილო გახდა ეს ღარიბაშვილი, ყველა რაიონში დადის და შხამს ანთხევს — უგულავა
- რაც უფრო ხშირად ისაუბრებს ღარიბაშვილი ისე, როგორც საუბრობს, მით უფრო დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ — მელია
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები