ვერ დააფასა, ვერ გამოსწორდა, ვერ შეიცვალა ფერი და ზნე — ღარიბაშვილი პროტესტის ნიშნად წასულ პოლიციელზე
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუშინ თანამდებობიდან გადამდგარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვერ შეიცვალა "ფერი და ზნე" და დატოვა თანამდებობა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გადამგარი ძალოვანი ბაჩო ახალიას უახლოესი მეგობარია.
"ერთი პოლიციელი, რომელიც არის ახალაიას უახლოესი მეგობარი და ეს ცალკე პრობლემაა, რომ ამ ადამიანმა ვერ დააფასა, ვერ გამოსწორდა, ვერ შეიცვალა ფერი და ზნე და დატოვა, რაღაც ვითომ იმიტომ, რომ ერთ-ერთმა უბიძგა, რომ დაეტოვებინა. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, მე სრულ პატივისცემას ვუდასტურებ და სრულ თანადგომას და გვერდში დგომას ყველა პოლიციელს, ყველა ღირსეულ ოფიცერს, უსაფრთხოების თანამშრომელს, ყველა ჯარისკაცს", — აცხადებს პრემიერმინისტრი.
ღარიბაშვილის თქმით, რევაზ ლაზიშვილი, რომელმაც თანამთებობა დატოვა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნებაა და მას გადადგომა უბრძანეს. პრემიერმინისტრი ფიქრობს, რომ აღნიშნულ ამბავში არაფერი "სენსაციური არ არის".
"პოლიციელმა და ოფიცერმა პირველ რიგში საკუთარ მუნდირს უნდა სცეს პატივი და საკუთარ ფორმას უნდა სცეს პატივი. ვისაც უნდა პარტიულ მუშაობაში მონაწილეობის მიღება და პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება, ეს მათი არჩევანია. მე ეს ყოველთვის მითქვამს ღიად, რომ უნდა აირჩიონ მათ გზა და ასეც მოხდა გუშინ, აქ არავითარი სენსაციური არ არის. ერთმა პოლიციელმა, პოლიციელმა კიარა, რეალურად, პოლიტიკურად ანგაჟირებული კაცი ვერ მოერია საკუთარ თავს და დაემორჩილა მათ ბრძანებას. მორჩა, სხვა არაფერი", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ყოფილი ძალოვნის დაკავებას, ღარიბაშვილი ამბობს, რომ თუ პოლიციამ შესაძლო კანონდარღვევაზე ინფორმაცია მიიღო და რეაგირება მოახდინა, "ეს აბსოლუტურად ნორმალურია". მისივე თქმით, ეს პოლიციის პირდაპირი მოვალეობაა და აქ "არავითარი გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია".
21 ოქტომბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა, რევაზ ლაზიშვილმა ზუგდიდში ყოფილი ძალოვნების სახლების ჩხრეკის და დაკავების პროსტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, არ შეეძლო კაბინეტიდან ეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩატარებული ქმედებებისთვის და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები