ქართული ოცნება 20 NGO-ს, მათ შორის პლატფორმა 20/20-ს, ოპოზიციასთან კავშირში ადანაშაულებს
ქართული ოცნება არასამთავრობო ორგანიზაცია პლატფორმა 20/20-სა და 19 სხვა NGO-ს ოპოზიციზიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, აქედან 15 აფილირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან, 3 — ევროპულ საქართველოსთან, 2 — პარტია საქართველოსთვის.
"ორიოდე დღის წინ მთელი საზოგადოება გახდა მოწმე, როგორ წარადგინა ვასილ ურუშაძე ნიკანორ მელიამ თავისი გუნდის წევრად და თბილისის მერიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატად. ამით დადასტურდა, რომ ბატონი ურუშაძე და პლატფორმა 20/20, რომელიც როგორც 2020 წლის, ასევე, 2021 წლებში გამოირჩეოდნენ არჩევნების მადესკრიდიტირებელი კამპანიის წარმოებით და ისინი არიან პირდაპირ დაკავშირებულნი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", — აცხადებს მიქანაძე.
მიქანაძე არ გამორიცხავს, რომ პლატფორმა 20/20-ის საქმიანობა უკანონო შემოწირულობად იყოს განხილული. შესაბამისად, ის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
ის, ასევე, მოითხოვს პლატფორმა 20/20-მა საჯარო წარმოადგინოს დაფინანსების წყარო, რომლითაც მათ არჩევნებზე მონიტორინგი და პროექტი ხმის მცველი განახორციელეს.
სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის თავმჯდომარე ვასილ ურუშაძე On.ge-სთან აცხადებს, რომ ის კოალიციაში როგორც ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი და ექსპერტი წარადგინეს. ვასილ ურუშაძის თქმით, ეს ნაციონალური მოძრაობის წევრობას და პარტიულ საქმიანობას არ ნიშნავს.
"ყველამ კარგად იცის, რომ 7 წელია, დაახლოებით, ტრანსპორტის სფეროში ვმოღვაწეობ. სწორედ გივი მიქანაძის დამსახურებაა, რომ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს იმყოფება ზეწოლისა და შეიძლება ითვას, ტერორის ქვეშ. ჩვენ დაფინასნება არ გვაქვს, და გვაქვს სერიოზული პრობლემა გარკვეულ დონორებთან, რადგან ყოველთვიურად ქართული ოცნება მათ წერილებს წერს, რომ არ დაგვაფინანსონ", — ამბობს ურუშაძე.
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები