5 ივლისს პოლიციელის გინების გამო თაბაგარი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა მისცა
5 ივლისს პოლიციელის გინების გამო გიორგი თაბაგარი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა მისცა. ბრალდების მხარე მისთვის 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა. დაცვის მხარე აღნიშნულს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. საქმე ეხება 5 ივლისს, იმ დროს, როცა ძალადობრივი ჯგუფი მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდა და თბილისი პრაიდის წარმომადგენლები უსაფრთხო სივრცის პოვნას ცდილობდნენ. გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლის დროს პოლიციელმა დაურეკა და უკვე დარბეული ოფისის კარის გაღება მოითხოვა, რა დროსაც აგინა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დღეს დაიკითხა ერთ-ერთი პოლიციელი, გიორგი მელიქიშვილი, რომელიც შემთხვევის დროს გამომძიებელ გიორგი მაჭარაშვილთან ერთად იყო. პოლიციელის განცხადებით, მაჭარაშვილს თაბაგართან საუბრისას ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული და დიალოგი მასაც ესმოდა. პროცესზე მას ჰკითხეს, გაემეორებინა სიტყვები, რომლითაც თაბაგარმა პოლიციელს მიმართა. სიტყვების ზუსტად გამეორებისგან მელიქიშვილმა თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ თაბაგარი გამომძიებელს "მამაკაცის სასქესო ორგანოს" ეძახდა.
მისივე თქმით, თაბაგარს თბილისი პრაიდის ოფისში ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებებისთვის დაუკავშირდნენ, რადგან ხელმძღვანელი პირისგან ოფისის გაღების თანხმობა სჭირდებოდათ. კითხვას, მოსთხოვეს თუ არა თაბაგარს იმ ტერიტორიაზე მისვლა, რომელიც მანამდე ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა დაარბიეს, პოლიციელი ასე პასუხობს:
"არა, მოთხოვნის ფორმა, არა. ჰკითხა, სად ბრძანდებოდა და როგორ შეეძლებოდა? თვითონ მობრძანდებოდა? ან ვინმე წარმომადგენელი მოსულიყო მისი. ისე ვერ ჩაატარებდა საგამოძიებო მოქმედებას. ყოველ შემთხვევაში, იმ პირობებში".
ბრალდების მხარეს შსს-ს სასამართლოსთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, მარიამ კერესელიძე წარმოადგენდა. პროცესზე ის ამბობდა, რომ თაბაგარმა ამ ინფორმაციის Facebook-ზე გამოქვეყნებით "თვის მოწონება სცადა", რაც მისი თქმით, სახდელზე პროპორციულად უნდა ასახულიყო.
"ის არც ინანიებს, არც რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, რითაც სახდელი, შეიძლება, მსუბუქი სახით იქნეს გამოყენებული. პირიქით, მან Facebook-ის საშუალებით მთელს საზოგადოებას ამცნო, რომ პოლიციელს აგინა და ფაქტობრივად, ამით თავის მოწონებაც კი სცადა. ამიტომ ეს პოსტი ცალსახად ნიშნავს მის დამოკიდებულებას, რაც სახდელზე, ჩვენი აზრით, პროპორციულად უნდა აისახოს", — განაცხადა მან.
თბილისი პრაიდის დამფუძნებელმა, გიორგი თაბაგარმა 4 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო. როგორც თაბაგარი ჰყვება, 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისა და ქუჩაში ძალადობის შემდეგ, როცა სახელმწიფომ მშვიდობიანი მოქალაქეების ვერ დაიცვა, პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ზარალის აღწერისა და საგამოძიებო მოქმედებებისთვის დარბეული ოფისის კარის გაღება სურდათ. თაბაგარის თქმით, ამ დროს მოძალადეებისგან თავის დაცვის მიზნით უკვე მეოთხე სივრციდან მიდიოდნენ. ის ამბობს, რომ პოლიციელს აგინა და ადმინისტრაციული საქმისწარმოებაც ამის გამო დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დასჯილები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს, დაარბიეს თბილის პრაიდის ოფისი, სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრა და თავს დაესხნენ ადამიანის უფლებათა ცენტრს, სადაც, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. 11 ივლისს აქციაზე ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები