რა პერსპექტივა აქვს ნაყოფიას, ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს — ღარიბაშვილი
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატი, კობა ნაყოფია გაიმარჯვებს, ის ხელისუფლების გარეშე "ნაბიჯს ვერ გადადგამს", რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია, ნაყოფიას კი "არანაირი პერსპექტივა არ აქვს".
"რა პერსპექტივა აქვს კობა ნაყოფიას, რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ, მით უმეტეს, ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულადაც ვიძახი, რომც არჩეულიყო... ჰიპოთეტურად ვამბობ, რომ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი, რომ გავიდეს ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ, ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა არის და თავის დასჯა გამოდის", — ამბობს ღარიბაშვილი.
ის ხაზს უსვამს, რომ ნაყოფიას სენაკის მერობა სურს, როცა იქ სახლიც კი არ აქვს. გარდა ამისა, ღარიბაშვილის მტკიცებით, ფლობს ინფორმაციას, რომ ნაყოფია უკრაინაში, კერძო კომპანიაში იწყებს მუშაობას და არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყნის დატოვებას გეგმავს.
"მეორე მხარეს არის კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის და ვერც გააკეთებს, ეს არის ტყუილი, დადის და ატყუებს მოსახლეობას. თუ რამის გაკეთება მას უნდოდა პირადად, მას ჰქონდა ამის შესაძლებლობაც და თუ სურვილი ექნებოდა რეალურად, მას შეეძლო რამე გაეკეთებინა, სახლიც კი არ აქვს სენაკში და სენაკის მერობაზე აცხადებს პრეტენზიას. ამ დროს, მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, რომ მას აქვს გადაწყვეტილი ქვეყნის დატოვება და უკრაინაში გადასვლა არჩევნების დამთავრების შემდეგ, ვინაიდან იქ იწყებს მუშაობას კერძო კომპანიაში, თვითონ სააკაშვილის გუნდის წევრებიც გარბიან", — აცხადებს ღარიბაშვილი.
სენაკში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში კობა ნაყოფია ქართული ოცნების კანდიდატს, ვახტანგ გადელიას უპირისპირდება. ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:
- კობა ნაყოფია — 42.35%;
- ვახტანგ გადელია — 40,251%.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები