საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობის წევრები, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ წარადგინა, ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. ასე შეაფასა მან ოპოზიციის მიერ დასახელებული თბილისის მთავრობა და ამ ქმედებას კიდევ ერთხელ უწოდა "ფარსი".

"ეს ფარსი, რომელიც მათ დადგეს, თითქოს, რაღაც კოალიციური მთავრობის უნიკალური პრეცედენტი შექმნეს. თავის თავს რომ ატყუებენ, ჩვენს მოსახლეობას რომ ატყუებენ, როგორ კადრულობენ ამას? შეურაცხყოფას აყენებენ ამით. ჰგონიათ, რომ ადამიანები — არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვთ, რა ილუზიებში ცხოვრობენ — ამ ფარსსა და ტყუილს დაიჯერებენ? ვინც დაასახელა ნიკა მელიამ, ყველა იყო ნაცმოძრაობის წევრი. ვინ არის გირჩი ზურაბ ჯაფარიძე? ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი იყო. ევროპული საქართველო ვინ არის? ადრე მითქვამს და გავიმეორებ, კი არ დაიშალნენ გაიშალნენ თავის დროზე", — განაცხადა მან.

20 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა. დედაქალაქის მერობის არჩევნებში მელიას გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეები იქნებიან: