ზემაღალი მგრძნობელობის ატომური საათების მეშვეობით უკვე შესაძლებელია უმცირეს მანძილებზე დროის გამრუდების დაფიქსირება, რითიც ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია კიდევ ერთხელ მტკიცდება.

თეორიის თანახმად, საათი რაც უფრო დაშორებულია დედამიწიდან ან სხვა უფრო დიდი მასის მაღალი გრავიტაციის მქონე ობიექტისგან — უფრო სწრაფად მოძრაობს ანუ დრო უფრო სწრაფად გადის და ეს მრავალგზის დადასტურებული ფაქტია, რომელიც უცვლელად უნდა ფიქსირდებოდეს საათის ფიზიკური ზომისა თუ მისი გვარობის მიუხედავად და დაკვირვებადი უნდა იყოს ატომურ დონეზე.

მეცნიერებმა, რომლებიც ამ საათს იყენებდნენ, დაახლოებით მილიმეტრის ზომის ატომების გროვაზე დაკვირვებისას შენიშნეს, რომ გროვის ზედა ნაწილში დრო უფრო სწრაფად გადიოდა ვიდრე ქვევით — ამის შესახებ ScienceNews გვიყვება.

რადგანაც ატომის ენერგეტიკულ დონე სინათლის სხივის სიხშირის შესაბამისად იცვლება, შესაძლებელი ხდება ატომების გამოყენება როგორც საათის, ამ შემთხვევაში სიხშირე საათის მოძრავი ისრის ფუნქციას გვისრულებს.

რაც უფრო შორსაა ატომი დედამიწიდან (გრავიტაციული ცენტრიდან), მასთან დრო "უფრო სწრაფად გადის" ვიდრე ახლოს მყოფთან. ამიტომ, ზევით მყოფი ატომების ენერგეტიკული დონის შესაცვლელად მაღალი სიხშირის მქონე სინათლის სხივებია საჭირო.

დროის ეს წანაცვლება, რომელიც გრავიტაციული წითელი წანაცვლების სახელითაა ცნობილი, აქამდე 33 სანტიმეტრის სიმაღლეზე იყო დაფიქსირებული.

კვლევაში, რომელიც რეცენზირებული ჯერ არ არის, კოლორადოს უნივერსიტეტის ლაბორატორიული ასტროფიზიკის წევრმა, Jun Ye-მ აბსოუტურ ნულთან (−273.15 °C) მიახლოებულ ტემპერატურამდე გადაციებული 100 000 სტრონციუმის ატომი გამოიყენა.

ატომები სხვადასხვა სიმაღლეზე იყო განლაგებული. ფიზიკოსმა აღწერა თუ როგორ იცვლება სიხშირე ამ სიმაღლეებზე და მილიმეტრზე პროცენტის მეკვადრილიონედის მეასედის სიზუსტით აჩვენა განსხვავება. ეს მოვლენა მოსალოდნელიც იყო ფარდობით ზოგადი თეორიიდან გამომდინარე. დაკვირვება 90 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ატომური საათები ახლა იმდენად ზუსტად მუშაობენ, რომ მათი დახმარებით, შესაძლოა ბნელი მატერიაც აღმოვაჩინოთ", — აცხადებს სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ფიზიკის თეორეტიკოსიმ ვიქტორ ფლამბაუმი.

აღსანიშნავია, რომ ეს მისტიკური სუბსტანცია, შესაძლოა დროზე გავლენას ახდენდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.