როგორც ჩანს, კოლუმბის ატლანტის ოკეანის გადაკვეთამდე, ამერიკის კონტინენტზე ბევრად ადრე ვიკინგები სახლობდნენ. ამაზე მეტყველებს ახალი აღმოჩენა — ხის ჩარჩოებით დაფარული ნაგებობა, კანადის კუნძულის ნიუფაუნლენდის ჩრდილოეთ წვერზე. ეს ნიშნავს, რომ "ახალ სამყაროს" პირველად ნამდვილად ვიკინგებმა მიაღწიეს.

ის, რომ ვიკინგები ამერიკის კონტინენტს შორეულ წარსულში ეწვივნენ, ამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ თუ როდის იყო ეს აქამდე ზუსტად არ ვიცოდით. დათარიღების ახალმა ტექნიკამ — "მზის ქარიშხლის" გამოყენებამ აჩვენა, რომ დასახლება 1021 წლითაა დათარიღებული, ზუსტად ათასწლეულის წინ. ეს კოლუმბის პირველ მოგზაურობამდე 471 წლით ადრეა. ყველაფერი კი ასახულია დასახლებისთვის მოჭრილი ხის სამივე ნაჭერზე და ყოველი მათგანი ერთ კონკრეტულ წელზე მიუთითებს.

ეს ვიკინგების ვოიაჟს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. დასახლება ტრანსატლანტიკური მოგზაურობის ყველაზე ადრეული ცნობარია. გამოდის, რომ ვიკიგებმა ის "გაწყვეტილი" ხიდი პირველებმა გადაკვეთეს, რომელიც ოდესღაც ციმბირს ალასკასთან აკავშირებდა.

"დიდი ქება ეკუთვნით იმ ჩრდილოეთ ევროპელებს, რომლებმაც პირველად მიაღწიეს ასეთ დაშორებულ ტერიტორიებს, მათ პირველებმა გადალახეს ატლანტიკა", — თქვა გეოლოგმა და კვლევის ხელმძღვანელმა მაიკლ დიმ, გრონინგენის უნივერსიტეტიდან.

ვიკინგები დიდებული მოგზაურები იყვნენ. ისინი მთელს ევროპას მოედნენ. ისინი ორიგინალურ ნავებს აგებდნენ და გასაოცარი ნავიგაციის უნარი ჰქონდათ, შექმნეს რა დასახლებები ისლანდიასა და გრენლანდიაზე.

"ვიკინგების მოგზაურობა უნდა აღიწეროს როგორც სიახლისა და რესურესბის აღმოჩენის წყურვილი. მაგალითად, ითვლება, რომ ისინი გრენლანდიიდან ახალ მიწებს ხის რესურსის მოსაძიებლად ეძებდნენ", — აღნიშნა დიმ.

ზოგადად, ვიკინგების მოგზაურობის ხანა განისაზღვრება 793-1066 წლებით, რაც წარმოადგენს ფართო სპექტრს ტრანსატლანტიკური კვეთის მხრივ. დათარიღების ახალი მეთოდი ემყარება ფაქტს, რომ "მზის ქარიშხალი" წარმოქმნის გამორჩეულ რადიონახშირბადულ სიგნალს ხის წლიური ზრდის რგოლებში. მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ 992 წელს მზის შტორმი იყო, რაც მზის მაღალი ენერგიისგან სხივების წარმოქმნას გულისხმობს.

მასალა

მასალა

ფოტო: Petra Doeve

აღმოჩენილი ხის მასალის შესწავლისას, კვლევამ აჩვენა, რომ ხეები სწორედ ამ პერიოდისთვის მოიჭრა და საბოლოოდ ისინი 1021 წლით დათარიღდა. ამასთან, ფაქტია, რომ ხის "მჭრელები" არ იყვნენ ადგილობრივები, რადგან არსებობს მტკიცებულება ლითონის პირების შესახებ, რომელიც ძირძველ ამერიკელებს ფიზიკურად არ გააჩნდათ.

მკვლევრებმა ჯერ ზუსტად არ იციან თუ რა დროით სახლობდნენ ვიკინგები ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე. ეს შეიძლება ყოფილიყო ათობით წელი, ან მეტი. თუმცა, ფაქტია, რომ მათი სტრუქტურები გრენლანდიისა და ისლანდიის სკანდინავიურ შენობებს წააგავდა.

აღსანიშნავია, რომ ზეპირი ისტორიები, სახელწოდებით ისლანდიური საგები, ასახავს ვიკინგების ყოფნას ამერიკაში. დაწერილი საუკუნეების შემდეგ, ეს ისტორიები აღწერენ ლიდერს, სახელად ლეიფ ერიქსონს და მის დასახლებას, სახელად ვინლანდს.

1021 წლით დათარიღებული ახალი აღმოჩენა ნაწილობრივ შეესაბამება ვიკინგების საგას. საინტერესოა თუ რამდენად რეალურია ის ისტორიები, რომლებიც საგაშია გადმოცემული.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.