დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 32%, ანუ 914 311 ადამიანი. გასულ 24 საათში 5 194 ადამიანი აიცრა.

NCDC-ის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 932 643 აცრა. ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 017 863 ადამიანი — მოზრდილი მოსახლეობის 35,8%.

2რეგიონების მიხედვით ვაქცინაციის დღევანდელი სტატისტიკა ასეთია:

  • სამეგრელო-ზემო სვანეთში აიცრა 443 ადამიანი;
  • რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში — 32;
  • იმერეთში — 589;
  • შიდა ქართლში — 280;
  • მცხეთა-მთიანეთში — 93;
  • გურიაში — 159;
  • აჭარაში — 495;
  • სამცხე-ჯავახეთში —131;
  • ქვემო ქართლში — 313;
  • თბილისში — 2 428;
  • კახეთში — 231 ადამიანი.

საქართველოში ამ დროისთვის 4 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი, თუმცა ასტრაზენეკათი აცრა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ერთი დოზა უკვე გაიკეთა.

ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ. გარდა ამისა, ქრონიკული დაავადებების ან საზღვარგარეთ წასვლის აუცილებლობის შემთხვევაში, აცრას შეძლებენ 12-წლიდან ბავშვებიც.

უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. დეტალები ნახეთ აქ: ვინ მიიღებს, როდის და როგორ — რა უნდა ვიცოდეთ ბუსტერსა და ჩანაცვლებაზე

ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.

იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.