შიშველი ნახატების გამო TikTok-ზე რომ დაბლოკეს, ვენის მუზეუმმა OnlyFans გააკეთა
ვენის მუზეუმების გაერთიანებას OnlyFans-ის ანგარიშის გახსნა მას შემდეგ მოუწია, რაც TikTok-მა შიშველი ნამუშევრების ფოტოები დაუბლოკა.
მუზეუმების გაერთიანებამ ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის ვენის უკეთ გაცნობაა. მუზეუმების Onlyfans-ის ანგარიშის გამომწერებს შეუძლიათ, ქალაქის უფასო ბარათი აიღონ ან კიდევ ბილეთი მათთვის საინტერესო გამოფენის მოსანახულებლად.
ვენის ტურიზმის საბჭოს წარმომადგენელმა Motherboard-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ Onlyfans-ის პლატფორმის მეშვეობით კამპანიის წამოწყება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქალაქის მუზეუმების სოციალური ქსელების ანგარიშები შიშველი ნამუშევრების ატვირთვის გამო დაიბლოკა. ივლისში ალბერტინას მუზეუმის TikTok-ის ანგარიში იმიტომ დაიბლოკა, რომ იაპონელი მხატვრის ნამუშევრები განათავსეს, რომლებშიც ქალის მკერდი ბუნდოვნად ჩანდა.
ვენის მუზეუმების წარმომადგენელი თვლის, რომ სოციალური მედიის წესებს გადახედვა სჭირდება, რადგან შიშველი ქანდაკებები და ცნობილი ხელოვნების ნიმუშები შავ სიაში ხვდება, ხოლო მათი განმთავსებელი – იბლოკება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელოვნება სოციალური მედიის მკაცრ წესებს აწყდება. 2018 წელს ფლანდრიის ტურიზმის სამსახურმა ფეისბუქს დასცინა, რადგან პლატფორმამ ბაროკოს მხატვრის პიტერ პოლ რუბენსის ნახატები სიშიშვლის გამო დაბლოკა. იმავე წელს საფრანგეთის სასამართლომ დაადგინა, რომ გუსტავ კურბეს სამყაროს წარმოშობის დაცენზურება ფეისბუქის მხრიდან არასწორი იყო.
ორივე შემთხვევაში გასაკვირი ისაა, რომ ამ ხელოვნების ნიმუშებმა ცენზურის საზღვრები 100 წლის წინ გადალახა, თუმცა ახლა ფეისბუქისა და ინსტაგრამის მიერ იბლოკება. "ამ პლატფორმების მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს მითითება ან მიზეზი იმის შესახებ, თუ როგორი სახის სიშიშვლეა "შეურაცხმყოფელი" და როგორი სახის სიშიშვლეა "დასაშვები". როცა 3000 წლის ნამუშევრებს ცენზურა ეხება, აშკარაა, რომ აქ რაღაც არასწორია"- ამბობს მუზეუმების წარმომადგენელი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები