ფანებს უნდათ, რობერტ პატინსონის ბეტმენის ჯოკერი კრისტენ სტიუარტი იყოს
თუ თინეიჯერობის წლები Twilight-ის ვამპირული სიყვარულის ისტორიის ყურებაში გაატარეთ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ ფილმის ვარსკვლავები — რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთს 4 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ყურადღების გარეშე არც მათ დაშორებას ჩაუვლია.
ამჟამად პატინსონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში The Batman-ის ახალი ფილმით მოექცა, რომელშიც ის პირქუში სუპერგმირის როლს ასრულებს. ბეტმენთან ერთად ფანებს მისი ერთ-ერთი მოწინააღმდეგის, ჯოკერის პერსონაჟიც ძალიან უყვართ. გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, წლების შემდეგ რობერტ პატინსონისა და კრისტენ სტიუარტისთვის განსაკუთრებული შეხვედრა მოეწყოთ, რის გამოც უჩვეულო კამპანია წამოიწყეს. კამპანიით ფანები ითხოვენ, რომ რობერტ პატინსონის საპირისპიროდ ფილმში ჯოკერის როლი კრისტენ სტიუარტმა მოირგოს.
გამოცემა Variety-ს პოდკასტში სტუმრად მიწვეულ კრისტენს წამყვანმა კამპანიის შესახებ უთხრა და ჰკითხა, ჯოკერის როლის მორგებაზე რას ფიქრობდა. კრისტენს მტკიცე უარი არ უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ პერსონაჟის როლი აქამდე სხვებმა ძალიან კარგად შეასრულეს. მართალია, ჯოკერი მოსწონს, თუმცა იმავე ჟანრში სხვა როლის მორგება ურჩევნია.
"მოდი, რამე სხვა მოვიფიქროთ. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ახირებულ, საშიშ ადამიანს", — ამბობს კრისტენი.
აღსანიშნავია, რომ ჯოკერის როლი აქამდე ბევრ ცნობილ ადამიანს შეუსრულებია, რომელთა შორის არიან ჯეკ ნიკოლსონი, ჰიტ ლეჯერი და ხოაკინ ფენიქსი. ლეჯერმა და ფენიქსმა როლისთვის ოსკარიც კი მოიპოვეს.
რაც შეეხება თავად კრისტენ სტიუარტს, ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ახალ ფილმში, სახელად Spencer პრინცესა დაიანას როლის დამსახურებით აღმოჩნდა. უამრავი ადამიანი კრისტენს როლისთვის ოსკარს უწინასწარმეტყველებს.
აშკარაა, რომ რობერტ პატინსონის ბეტმენს კრისტენ სტიუარტის ჯოკერი ახალ ფილმში ნამდვილად ვერ დაუპირისპირდება, ამიტომ მხოლოდ ჩვენი მდიდარი ფანტაზიით დაკმაყოფილება მოგვიწევს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
კომენტარები