თიბისი, EBRD-თან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას უერთდება
თიბისი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას უერთდება. პლატფორმამ, EBRD-ის პარტნიორები — საბერძნეთის ეროვნული ბანკი (NBG) და თიბისი, პროგრამაში Preview Offering Program ჩართო. აღსანიშნავია, რომ თიბისი ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც პროექტისთვის შეირჩა.
პროგრამის ფარგლებში, NBG-იმ და თიბისიმ, we.trade-ის წევრ ბანკთან, Nordea-სთან ერთად, სატესტო ტრანზაქციები განახორციელეს. სატესტო ტრანზაქციების ფარგლებში, პლატფორმაზე რამდენიმე წუთში გამზადდა ციფრული ხელშეკრულებები, რაც საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს ტრადიციული საკრედიტო ხაზებით სარგებლობის გარეშე. NBG და თიბისი, პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურებას იღებენ კომერციული საბანკო ოპერაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, იურიდიული, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებით იმისთვის, რომ მომავალში ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გაჩენას თავად შეუწყონ ხელი როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
არსებულ რეალობაში, ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობა და ამ მიმართულებით დამატებითი შესაძლებლობების გაჩენა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ეკონომიკის აღდგენისა და ციფრული გადაწყვეტების განვითარებისათვის.
"EBRD-ის მიზანია პარტნიორ რეგიონებში მხარი დაუჭიროს ციფრულ ტრანსფორმაციას. ამ პროცესის უზრუნველსაყოფად, ბანკებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიერონ ინოვაციური პროდუქტები და ვაჭრობის დაფინანსების მხარდაჭერა, ასევე ხელი უნდა შეუწყონ ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას საკუთარ ქვეყნებში", — ამბობს ფრანსის მალიჟი, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი.
"თიბისი დღეს არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანიაა. ციფრული სერვისებით ჩვენი პარტნიორების ცხოვრებისა და ბიზნესპროცესების გამარტივება, თიბისის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ვამაყობთ, რომ EBRD-ისთან პარტნიორობის ფარგლებში, ბლოკჩეინის პლატფორმის ტესტირებაში ვმონაწილეობთ. თიბისისთვის, როგორც ვაჭრობის დაფინანსების სფეროში ლიდერი ბანკისთვის, მსგავსი პროექტების წარმატებით განხორციელება და მსოფლიოს ყველა ძირითად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა, ჩვენი პარტნიორების წარმატებულ საქმიანობასა და საქართველოს ბაზარზე თიბისის #1 პოზიციის განმტკიცებას განაპირობებს", — ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
we.trade 12 ბანკის (CaixaBank, Deutsche Bank, Erste Group, HSBC, KBC, Nordea, Rabobank, Santander, Societe Generale, UBS and UniCredit) ერთობლივი პროექტია. ციფრული პლატფორმა ვაჭრობის დაფინანსების, დაზღვევისა და ლოჯისტიკის მიმართულებებით, გლობალური სავაჭრო ოპერაციების საიმედოობას, სიმარტივესა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
we.trade-ის პროგრამა Preview Offering Program მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ბანკებსა და მათ პარტნიორებს საშუალებას აძლევს we.trade-ის წევრ ბანკებთან ერთად სატესტო ტრანზაქციებში მიიღონ მონაწილეობა. 6-12 კვირის განმავლობაში, შესაძლებელია პროგრამის მორგება ბანკებზე, რომლებიც ვაჭრობის დაფინანსების გაციფრულების მიმართულებით, სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან.
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
კომენტარები