თანაპარტიელების გადაგდებით დამატებით ხმას ვერ მიიღებენ — რაქვიაშვილი კობერიძის ჩანაცვლებაზე
გირჩის ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი თბილისის ვიცე-მერის პოსტზე გირჩი –— მეტი თავისუფლების კანდიდატის, ცოტნე კობერიძის ზურაბ ჯაფარიძით ჩანაცვლებას "გადაგდებად" აფასებს. მისი განცხადებით, პოლიტიკაში ეს "მოსულა", მაგრამ "თანაპარტიელების თუ თანაკოალიციიის წევრების გადაგდებით" პარტია დამატებით ხმას ვერ მიიღებს.
"ჩვენ სხვადასხვა პარტიაში ვართ უკვე, მაგრამ ადამიანი დღეს საღამომდე, ფაქტობრივად, მიიჩნევდა, რომ ვიცე-მერობის კანდიდატი იყო. ამომრჩეველს ამას ეუბნებოდნენ.
მე არ უნდა ავხსნა ეს, იმათ თვითონ უნდა ახსნან და ჩემი გადასახედიდან, უბრალოდ, ჩვეულებრივად გადააგდეს, როგორც პოლიტიკაში მოსულა. უბრალოდ, აი, გირჩში ასე არ ხდებოდა ზოგადად და სამწუხაროა, რომ ვიღაცას შეიძლება, ეს რაც ხდება, რაღაცნაირად გირჩთან ასოცირება ჰქონდეს", — განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.
წამყვანმა რაქვიაშვილს ჰკითხა, დაკარგა თუ არა გირჩი — მეტი თავისუფლებამ ამით საკუთარი იდენტობა, რასაც რაქვიაშვილი დაეთანხმა და თქვა, რომ გირჩი იბრძოდა იდეებისთვის და არა პოლიტიკური თანამდებობისთვის. მისი შეფასებით, ეს ისტორია გამაოგნებელია.
"ახლა არც კი წარმომედგინა აქ რომ ვისხედით ერთად და აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ცოტნეს გარდა ვიღაცას დავინახავდი იქ, მიუხედავად იმისა, ჩვენ ვიცოდით, რომ ზურას სთავაზობდნენ ამ პოზიციას ჯერ კიდევ რაღაცა გაზაფხული თუ ზაფხული... ზაფხულში იყო ამაზე საუბარი. ამიტომ ჩემთვის გამაოგნებელია ეს ისტორია", — აღნიშნა მან.
დაახლოებით 2 თვის წინ, 12 ოქტომბერს გირჩი — მეტი თავისუფლებამ თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის შესარჩევად პრაიმერისი ჩაატარა, რომელშიც ცოტნე კობერიძემ გაიმარჯვა. კობერიძეს მხარს უჭერდა ნაციონალური მოძრაობაც.
თუმცა, 20 ოქტომბერს, როცა ოპოზიციამ ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობა წარადგინა, ცნობილი გახდა, რომ ამ კანდიდატურაზე კობერიძეს მისივე თანაგუნდელი და პარტიის ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე ჩაანაცვლებს. კობერიძის განცხადებით, ამ საკითხზე "დილით ისაუბრეს" და გაიგო, რომ მეორე ტურში სხვა პარტიის ლიდერებიც ერთვებიან. მისი აზრით, ამ პროცესისთვის ჯაფარიძის როლი დიდი ფაქტორია. კობერიძე აცხადებს, რომ ახლა მთავარი ხმების მობილიზებაა და ამას ჯაფარიძე მასზე "კარგად იზამს".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები