ირაკლი აბესაძე ოპოზიციიდან თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი იქნება
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი აბესაძე ოპოზიციიდან თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი იქნება. აღნიშნულზე კოალიციური გუნდის წევრების წარდგენისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
"მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც ჩემი მეგობარია, რომელიც კვალიფიციურია. მას საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი თბილისის მთავრობების ისტორიაში. ბევრი რამ უკეთებია, ბევრ რამეს კიდევ ძალიან მალე გააკეთებს. თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ირაკლი აბესაძე", — განაცხადა მელიამ მისი წარდგენისას.
აბესაძის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ისინი აპირებენ მისცენ თბილისს განვითარების შესაძლებლობა, დაასრულონ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი.
"რა თქმა უნდა, ჩვენ თბილისს მივცემთ განვითარების შესაძლებლობას და გავიტანთ სატვირთო რკინიგზას თბილისიდან, დავასრულებთ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს. რა თქმა უნდა, ჩვენ განვავითარებთ სატრანსპორტო კავშირებს მდინარე მტკვარზე და დავამატებთ მინიმუმ 2 ახალ ხიდს, ესაა — ვეფხი და მოყმესთან და ქსნის ქუჩის გაგრძელებაზე. რა თმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში დაინერგოს ეკოლოგიურად ბოლომდე სუფთა, ძალიან სწრაფი და კიდევ უფრო ტევადი ტრანსპორტი, ტრამვაი და განსაკუთრებით ვფიქრობთ განვავითაროთ ეს დიდი დიღმის მიმართულებით, უბნის, რომელიც განსაკუთრებით ვითარდება ბოლო წლების განმავლობაში", — განაცხადა აბესაძემ.
ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მერის მოადგილეები იქნებიან მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე.
სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი — სოფო ჯაფარიძე;
- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი — მედეა მეტრეველი;
- ანტიკორუფციული მიმართულება — გიორგი ნონიაშვილი;
- შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი — მამუკა აჩბა;
- მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი — დიმიტრი ბიძინაშვილი;
- იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი — გიგა ლემონჯავა;
- მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი — დავით ლაგვილავა;
- ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი — ვასო ურუშაძე;
- თბილის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი — ნიკა ვაჩეიშვილი;
- თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი — ბესო გაზდელიანი;
- გლდანის გამგებელი — თენგიზ გიორგაძე;
- ნაძალადევის გამგებელი — ლერი დემეტრაშვილი;
- დიდუბის გამგებელი — დავით ნაფეტვარიძე;
- ჩუღურეთის გამგებელი — კახა ჟღენტი;
- ვაკის გამგებელი — საბა ბუაძე;
- საბურთალოს გამგებელი — ოთარ თავართქილაძე;
- ისნის გამგებელი — ლანა გალდავა;
- სამგორის გამგებელი — გულიკო ზუმბაძე;
- კრწანისის გამგებელი — რომეო ფარულავა;
- მთაწმინდის გამგებელი — თამაზ დათუნაშვილი;
- არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი — ანა ბიბილაშვილი;
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
კომენტარები