ოპოზიციის თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე იქნება. ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ წარადგინა.

"ადამიანი, რომელიც ბევრისთვის, ალბათ, ახლა სიურპრიზი იქნება, რომ იქნება ავანგარდში ამ ბრძოლის დედაქალაქის მთავრობის რიგებში წარმოდგენილი და იბრძოლებს ჩვენი შვილების, მხცოვანი ადამიანების კეთილდღეობისთვის, მე მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ძალიან მალე თბილისის მერის მოადგილე, თქვენი მეგობარი და თქვენი საუკეთესო მეზობელი, მჭმუნვარე ადამიანი, ვინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტი შეიცვალოს და ამაღლდეს, მამუკა ხაზარაძე", — განაცხადა მელიამ.

ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანა დღეს კრიზისშია, ხოლო ამ კრიზისიდან გამოსავალი ერთადერთია — კოალიციური მმართველობა.

"დღეს გვაქვს ჩვენ უნიკალური შანსი, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოწოდება ცხოვრებაში არის საქმის კეთება. საქმეს ვაკეთებდი ყოველთვის, განსაკუთრებით იმ საქმეს მთელი გულით, რომელიც ჩემს ქვეყანას ეხებოდა და არასდროს არ მიფიქრია საიდან გავაკეთებდი ამ საქმეს, სწორედ ამიტომ ვდგავარ დღეს მე აქ იმიტომ, რომ დღეს არის უნიკალური შანსი, თითოეულმა ჩვენგანმა გავაკეთოთ ის საქმე, რაც სჭირდება ჩვენს ქალაქსა და ჩვენს თბილისს.

მე მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა დღეს კრიზისშია და ამ კრიზისიდან გამოსავალი არის ერთადერთი — კოალიციური მმართველობა", — განაცხადა მან.

ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მერის მოადგილეები იქნებიან მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე.

სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი — სოფო ჯაფარიძე;
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი — მედეა მეტრეველი;
  • ანტიკორუფციული მიმართულება — გიორგი ნონიაშვილი;
  • შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი — მამუკა აჩბა;
  • მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი — დიმიტრი ბიძინაშვილი;
  • იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი — გიგა ლემონჯავა;
  • მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი — დავით ლაგვილავა;
  • ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი — ვასო ურუშაძე;
  • თბილის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი — ნიკა ვაჩეიშვილი;
  • თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი — ბესო გაზდელიანი;
  • გლდანის გამგებელი — თენგიზ გიორგაძე;
  • ნაძალადევის გამგებელი — ლერი დემეტრაშვილი;
  • დიდუბის გამგებელი — დავით ნაფეტვარიძე;
  • ჩუღურეთის გამგებელი — კახა ჟღენტი;
  • ვაკის გამგებელი — საბა ბუაძე;
  • საბურთალოს გამგებელი — ოთარ თავართქილაძე;
  • ისნის გამგებელი — ლანა გალდავა;
  • სამგორის გამგებელი — გულიკო ზუმბაძე;
  • კრწანისის გამგებელი — რომეო ფარულავა;
  • მთაწმინდის გამგებელი — თამაზ დათუნაშვილი;
  • არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი — ანა ბიბილაშვილი;