სენაკში დაკარგული რვა წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ტეხურასთან დღეს, 25 მარტს დილით იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ამჟამად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.

აღნიშნულ საქმეზე, პირველ მარტს, ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით დააკავეს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჯართის შეგროვებისას ჩავარდა. მისი გაუჩინარების შესახებ იფნორმაცია 23 თებერვალს გავრცელდა.