შატალოვას საქმეზე ბრალდებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ
ანასტასია შატალოვას საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"სასამართლოს გადაწყვეტილებას პატიმრობის შესახებ მივიჩნევთ უკანონოდ და აუცილებლად იქნება გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში დადგენილ ვადებში. ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და ალბათ, დარწმუნდებიან, მათ შორის, მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც, საზოგადოებაც, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უკანონო პატიმარი.
არცერთი მტკიცებულება საქმეში არ არის, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს დააკმაყოფილებს. ეს ადამიანი ბრალის სამივე ნაწილში არის სრულიად უკანონოდ დაკავებული, უკანონო პატიმარი და ხელების შეწმენდა უნდათ ბექა ლატარიაზე. ესაა მოცემულობა", — აცხადებს ბექა ლატარიას ადვოკატი, გიორგი ლაღიძე.
ლევან რაჯავის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები არ ჰქონია მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაპატიმრებისთვის.
"არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები არ ჰქონდა სასამართლოს დღეს ლევან რაჯავის დაპატიმრებისა. გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. რაც შეეხება ბრალის ფაბულასა და ფორმულირებას, პროკურატურამ ვერანაირად ვერ შეძლო ლევან რაჯავი დაეკავშირებინა ამ დანაშაულთან, შეუთითხნეს ბრალი და სამარცხვინოა, რომ ", — აცხადებს გელა ჩივაძე.
ბიძია ხასიას ადვოკატი, მუხრან ღუწკაია ამბობს, რომ საქმეში არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის რომელიც ხასიას ბრალეულობას დაადასტურებდა.
"რა თქმა უნდა, სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად.
საქმეში მართლაც არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის საკითხს და არცერთ ბრალდებულთან მიმართებით არ არსებობს მტკიცებულება", — თქვა ადვოკატმა.
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს, ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიასა და ლევან რაჯავს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 19 ოქტომბერს სამი ადამიანი დააკავეს. პოლიციელებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ხელყუმბარები ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები