საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქედის რაიონში ბუტიკ სასტუმრო გაიხსნა
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, ქედის რაიონში, მერისის თემში, ეკო ჰაუს მერისმა კოტეჯები მოაწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 900 ათას ლარს შეადგენს, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 200 ათასი ლარია.
"ეკო ჰაუს მერისი მაღალმთიან აჭარაში, ბათუმიდან 50 კმ მოშორებით მდებარეობს", — ამბობს ლარისა გავრილიუკი, ეკო ჰაუს მერისის ერთ-ერთი დამფუძნებელი — "ბუტიკ სასტუმრო ამჟამად ინდივიდუალურ (2-ადგილიან) და უნივერსალ (4-6-ადგილიან) 6 კოტეჯს აერთიანებს და 20-30 სტუმრის მიღებას უზრუნველყოფს.
"საკუთარი ხარჯებით ავაშენეთ და გავხსენით პირველი კოტეჯი. ამან გამოიწვია დიდი გამოხმაურება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ბიზნესის გაფართოების მიზნით კი, მივმართეთ საქართველოს ბანკს. სესხისა და რეინვესტირებული ფულადი სახსრების დახმარებით შევძელით კიდევ 4 კოტეჯის აშენება. კოტეჯებიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს სასტუმროს განვითარებისკენ მივმართავდით და ამის წყალობით, ჩვენ მეტი კოტეჯებისა და რესტორნის აშენებაც მოვახერხეთ.
"ეს პროექტი, რომელმაც ახალი ტენდენცია შექმნა საქართველოს სასტუმრო ბიზნესსა და ტურიზმში, არ განხორციელდებოდა საქართველოს ბანკის დახმარების გარეშე. უკვე ბევრი მიმდევარი გვყავს და ბევრი აშენებს მსგავს კოტეჯებს მთებში, მთელ ქვეყანაში. საქართველოს ბანკმა საკუთარი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ ჩვენი ბიზნესის, არამედ ტურიზმის განახლებაში კოვიდის რთულ პერიოდში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბანკს იმისთვის, რომ თავიდანვე გვენდო და ირწმუნა ჩვენი იდეის და სულ მზად არის დახმარებისთვის", — დასძენს ლარისა გავრილიუკი.
კოტეჯებისა და რესტორნის საინტერესო დიზაინი იდეალურად ერწყმის მთის ულამაზეს პანორამულ ხედებს. მისულ სტუმრებს განსატვირთად, ღია ვერანდაზე მოწყობილი ჯაკუზები და ჰამაკებიც დახვდებათ.
"ჩვენს საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. სამომავლოდ, ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას ვაპირებთ, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც იგეგმება",- აღნიშნავს დამფუძნებელი.
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
კომენტარები