20 ოქტომბერს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მდებარე ანგლო-ამერიკულ ცენტრში გაეროს მდგრადი განვითარების კუთხე გაიხსნა. ღონისძიებას გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლისი დაესწრო.

გაეროს მდგრადი განვითარების კუთხე მოიცავს ბიბლიოთეკას, ელექტრონულ სამკითხველოსა და სადისკუსიო სივრცეს. კუთხეს ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო–ამერიკული დარბაზის კურატორი მაია სიმონიშვილი უხელმძღვანელებს.