ოთხშაბათს, 20 ოქტომბერს, იაპონიაში ვულკანი ასო ამოიფრქვა და რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ცა ფერფლითა და კვამლით დაიფარა. უსაფრთხოების სამსახურმა მოსახლეობა ლავის გადმოდინებისა და ქვების ჩამოცვენის საშიშროების შესახებ გააფრთხილა, თუმცა ვინმეს უშუალო დაზიანების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ადგილობრივი მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, მთა ასოდან, რომელიც ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დანიშნულების ადგილია იაპონიის კუნძულ კიუსიუზე, ტოკიოს დროით დილის 11:43 საათზე ამოიფრქვა ვულკანი და დაახლოებით 3,5 კილომეტრის რადიუსში გავრცელდა ფერფლი.

მართალია, შესაძლო დაშავების შესახებ სპეციალური სამსახურებისთვის არავის შეუტყობინებია, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც ამოწმებენ, მთამსვლელები ხომ არ იმყოფებიან. პარალელურად რისკების გამოსარიცხად სახელმწიფომ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ვულკანის ამოფრქვევის ადგილს ერთი კილომეტრის რადიუსში არ მიუახლოვდნენ, რადგან ქვების ჩამოცვენისა და ლავის გადმოდინების საფრთხე არსებობს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასო ამოიფრქვა: ის ყველაზე დიდი და აქტიური ვულკანია იაპონიაში — ბოლოს 2019 წელს ამოიფრქვა.