ევროპარლამენტარი და ევრონესტის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინაისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მათი წინადადება შუალედური წევრობის ფორმატია. კუბილიუსის თქმით, ეს სტატუსი სამივე ქვეყანას სრული წევრობის უპირატესობების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა.

"ჩვენი წინადადება ძალია მარტივია. თუ ევროკავშირში სრული გაწევრიანების რეალური პერსპექტივები არ არის, მოდით, შუალედურ, მაგრამ რეალისტურ სტატუსზე ვიზრუნოთ, რაც ტრიო ქვეყნებს სრული წევრობის უპირატესობების უმეტესი ნაწილი მიღების შესაძლებლობას მისცემს", — განაცხადა კუბილიუსმა.

ევრონესტის თავმჯდომარე, ასევე, განმარტავს, რომ შუალედურ სტატუსთან დაკავშირებული სარგებელი შეიძლება მოიცავდეს ყოვლისმომცველ მონაწილეობას ევროკავშირის საერთო პოლიტიკაში, საკოორდინაციო ინიციატივებსა და პროგრამებში, ევროკავშირის შიდა ბაზარზე სრულ წვდომას, უფასო სავაჭრო და საინვესტიციო სარგებელს, სრული წვდომა ევროკავშირის მრავალწლიან საბიუჯეტო სახსრებზე, პროგრესული მონაწილეობა ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და სხვა.