პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროპარლამენტარების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით მოხსენიება ქართული ოცნების ლიდერების სახეს აჩვენებს. გარდა ამისა, ჯაფარიძის შეფასებით, ეს აზიანებს ქვეყანას.

"შეიძლება არ მოსწონს ღარიბაშვილს ამა თუ იმ ევროპარლამენტარის განცხადება, მაგრამ რა თქმა უნდა, შეურაცხყოფებისგან თავს ვერ იკავებს იმიტომ, რომ ეს არის მათი სტილი. თორემ, რა თქმა უნდა, იქ არიან ამ პოლიტიკოსებს შორის ძალიან ცნობილი პოლიტიკოსები, მათ შორის, შვეციის ყოფილი პრემიერმინისტრი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი. ეს არიან უკიდურესად საპატივსაცემო პოლიტიკოსები და მათი შეურაცხმყოფელი სიტყვებით და დამამცირებელი სიტყვებით მოხსენიება აზიანებს ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული ოცნების ლიდერების სახეს", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მუდმივი სპეკულირება მიდის, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი ბრძნული სახით გვაძლევს ბრძნულ რჩევებს. მან, ასევე, თქვა, რომ აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის.

18 ოქტომბერს ევროპარლამენტარების, ყოფილი პრეზიდენტების, ელჩების და მინისტრების ღია წერილი გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, სანამ მიხეილ სააკაშვილი წაყენებული ბრალდებებისთვის სამართლიან სასამართლო პროცესზე წარსდგება, ის პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

გაგიგე მეტი: