მომხრე ვარ, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ვაქცინაცია იყოს სავალდებულო — იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მომხრეა, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორიისათვის ვაქცინაცია იყოს სავალდებულო. მისივე თქმით, ევროპაშიც უამრავი ქვეყანაა, სადაც სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიებისთვის, ვთქვათ პროფესიული ნიშნით ვაქცინაცია სავალდებულოა.
პაატა იმნაძე, ასევე მომხრეა, რომ არავაქცინირებულთათვის გარკვეული სივრცეებში, სერვისების მიღება იყოს შეზღუდული, რადგან არავაქცინირებული ადამიანი არის საფრთხე.
"ასევე მომხრე ვარ, რომ იყოს გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობა იყოს შეზღუდული, ვთქვათ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც... აქ არ არის ლაპარაკი ვინ არის ვთქვათ აცრილი, ვინ არ არის, აქ ლაპარაკია იმაზე, ვინ წარმოადგენს საფრთხეს, როგორც თავის თავისათვის, პირველ რიგში, ასევე საზოგადოებისთვის.
ამიტომ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, ასეთ ადამიანებს, ასე ვთქვათ, უნდა ჰქონდეთ გარკვეული, ძირითადად გართობის ღონისძიებებზე მაგალითად. რა პრობლემაა, რომ ჰქონდეთ შეზღუდვა და ვერ შედიოდნენ. შევიდნენ ის ვინც არ წარმოადგენს საფრთხეს", — თქვა პაატა იმნაძემ რუსთავი2-ის ეთერში.
სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ცნობილია დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის პოზიცია, ის პედაგოგების სავალდებულო ვაქცინაციას მხარს უჭერს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი ამბობს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა გარკვეული მოთხოვნები, შესაძლოა, დაწესდეს.
19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 920 934 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებული კი 907 106 ადამიანია.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 422 საიდანაც: მძიმე პაციენტია 1 247, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284. 970 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 33 890 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 61 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 27 836 ადამიანი.
საქართველოში ამ დროისთვის 4 სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი, თუმცა ასტრაზენეკათი აცრა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ერთი დოზა უკვე გაიკეთა.
ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს, 16 წლის ზემოთ. გარდა ამისა, ქრონიკული დაავადებების ან საზღვარგარეთ წასვლის აუცილებლობის შემთხვევაში, აცრას შეძლებენ 12-წლიდან ბავშვებიც.
უკვე შესაძლებელია ბუსტერითა და ჩანაცვლებით სარგებლობაც. დეტალები ნახეთ აქ: ვინ მიიღებს, როდის და როგორ — რა უნდა ვიცოდეთ ბუსტერსა და ჩანაცვლებაზე
ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.
იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ადგილები ემატება.
ასევე, შეგიძლიათ ნახოთ იმ დაწესებულებების სია, სადაც აცრას წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეძლებთ. გარდა ამისა, თბილისში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები.
-
გადახედვარუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ქალთა მარში ფოტოებში რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. ქალთა მარში ფოტოებში
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
კომენტარები