10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში 226 662 ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის იმავე თვის მონაცემთან შედარებით 349%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის სექტემბრის თვის მაჩვენებელს 71%-ით ჩამორჩება. ეს ნიშნავს იმას, რომ ტურიზმი სექტემბერში პანდემიმადელ მონაცემებთან შედარებით 29%-ით არის არდგენილი.
ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებმაც სექტემბერში ყველაზე მეტი უცხოური ვიზიტი განახორციელეს:
- რუსეთი — 33 139 ვიზიტი, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით ზრდა — 649%;
- თურქეთი — 32 281 ვიზიტი, ზრდა — 74%;
- უკრაინა — 22 972 ვიზიტი, ზრდა — 2 039%;
- საქართველო (არარეზიდენტი) — 21 322 ვიზიტი, ზრდა — 301%;
- სომხეთი — 18 158 ვიზიტი, ზრდა — 86%;
- ბელარუსი — 11 858 ვიზიტი, ზრდა — 1 121%;
- ყაზახეთი — 10 930 ვიზიტი, ზრდა — 1 920%;
- საუდის არაბეთი — 9 338 ვიზიტი, ზრდა — 1 036 656%;
- აზერბაიჯანი — 8 726 ვიზიტი, ზრდა — 120%;
- ისრაელი — 7 896 ვიზიტი, ზრდა — 8 483%.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებლებს, როგორც საზღვრის კვეთის მონაცემებიდან ხდება ცნობილი, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სულ 1 188 234 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 13,2%-ით, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემს 80,1%-ით ჩამორჩება.
ამ დროისათვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სექტემბრის თვის მონაცემები არ არის ცნობილი. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში უცხოური ტურიზმიდან 703,9 მილიონი აშშ დოლარი მივიღეთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 45,6%-ით აღემატება — 2020 წლის პირველ რვა თვეში ტურიზმიდან ქვეყანაში 483,4 მილიონი დოლარი შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში როგორც ვიზიტების, ასევე ამ ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების მატება შეინიშნება, თუმცა არსებული სტატისტიკით, ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები