სასამართლოს პოლიტიზირება საქართველოში კვლავ უდიდესი პრობლემაა — კუბილიუსი
ევროპარლამენტარი და ევრონესტის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დასმული კითხვის პასუხად აცხადებს, რომ სასამართლოს პოლიტიზირება ქვეყანაში დასრულებული არ არის და რომ ის კვლავ უდიდესი პრობლემაა. მისივე თქმით, თუ პოლარიზაცია არ შემცირდება, უშუალოდ საქართველოსთან ერთად, ასოცირებული ტრიოს ინტეგრაციის პროცესიც დაზარალდება. ამის შესახებ კუბილიუსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედარზე ისაუბრა.
"გაოცებული დავრჩით პრემიერმინისტრის განცხადებით, სადაც ამბობდა, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცეოდა, მის წინააღმდეგ ახალი საქმეები გაჩნდებოდა. ამ განცხადებამ აჩვენა, რომ სასამართლოს პოლიტიზირება საქართველოში დასრულებული არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა", — განაცხადა კუბილიუსმა TV პირველის ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით მმართველ პარტიას მკაფიო პასუხების გაცემა მოუწევს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელია, როცა სამართლებრივი გადაწყვეტილებებს არა სამართლიანობის დასამკვიდრებლად, არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ.
"ვერ ვიტყვი, რა მიმართულებით უნდა შეამციროს ხელისუფლებამ პოლარიზაციის დონე, მაგრამ თუ ისინი ამ სიტუაციიდან გამოსვლას ვერ შეძლებენ, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ასოცირებული ტრიოს ინტეგრაციის პროცესს დააზიანებს", — განაცხადა ევროპარლამენტარმა.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები