არცერთი ე.წ. ნაცი არ ზის დარბაზში, უმრავლესობის წევრებს კი "ნაცების" გარდა სხვაზე არ ულაპარაკიათ — ხვიჩია
პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო სხომას ნაციონალური მოძრაობის არცერთი დეპუტატი არ ესწრება, ქართული ოცნება საქმეზე საუბრის ნაცვლად, მხოლოდ მათზე ლაპარაკობს. ხვიჩია ამბობს, რომ "ოცნებისთვის" ეს ხელსაყრელი არაა, რადგან მათ პარტიაშიც არიან ენმ-ის ყოფილი წევრები.
"მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ე.წ ნაცი არ ზის დარბაზში, უმრავლესობის წევრებს "ნაცების" გარდა სხვაზე არ ულაპარაკიათ, გესმით? წარმოდგინეთ, რა მდგომარეობაშია ზოგადად, ჩვენი ფსიქიკა, ნერვები, საერთოდ სად ვცხოვრობთ, მაშინ როდესაც პარტიის საერთოდ არცერთი წარმომადგენელი დარბაზში არ ზის და ეძებენ ყოფილ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომ წამოაძახონ ნაციონალური მოძრაობის წევრობა, ამას ვაკეთებთ ამწუთას. მემგონი, ეს თქვენც არ გაწყობთ, თქვენს წევრებშიც მოიძებნება ასეთი ხალხი", — აცხადებს ხვიჩია.
მისივე თქმით, ენმ "შატალოზეა", ქართული ოცნება კი პარლამენტში, თუმცა, საქმეზე არასდროს საუბრობს. ხვიჩიას განცხადებით, მას ბევრ მათგანთან ადამიანური ურთიერთობა აქვს, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მას რეალურ საკითხზე საუბარში არცერთი არ აჰყვა.
"ბევრთან მოვსულვარ და რაც თქვენთვის საინტერესო საკითხი უნდა ყოფილიყო, იმაზე მილაპარაკია, არცერთზე არ მიგვრძნია, ვინმე ამყოლოდა. ფეხბურთელები არ ამყოლიხართ ფეხბურთზე, კალათბურთელები — სპორტზე, დანარჩენი ადამიანები — არაფერზე [...] არ მინდა ამ კლოუნადაში მონაწილეობა, სადაც ქოც–ნაცების გარჩევის მეტი არაფერი არ ხდება, როდის უნდა დავიწყოთ რამეზე ფიქრი", — თქვა ხვიჩიამ.
საპარლამენტო სხდომა პარლამენტში დღეს პოლიტიკური განცხადებებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები