მკვლევრებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მეხსიერების შესაცვლელად, საუბარია ცუდი ემოციებისა თუ მოგონებების დავიწყებაზე.

გრძელვადიანი მოგონებები იყოფა ორ კატეგორიად: ფაქტებზე დაფუძნებული მეხსიერება, როგორიცაა სახელები, ადგილები/მოვლენები და ინსტინქტური მეხსიერება, როგორიცაა ემოციები ან უნარები.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ინსტინქტური მოგონებები შეიძლება შეიცვალოს. ახალი კვლევა სწორედ ამას გვთავაზობს და ის შეიძლება დაეხმაროს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე ადამიანებს (PTSD).

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, კონკრეტული ცილა, რომელიც იმ რეცეპტორების "მხარდამჭერია", რომლებიც განსაზღვრავენ რამდენად ძლიერია კავშირი სხვადასხვა ნეირონებს შორის და, შედეგად, შეუძლიათ განსაზღვრონ შესაძლებელია თუ არა მეხსიერების შეცვლა ბეტა-ბლოკატორ პროპრანოლოლის გამოყენებით.

კვლევამ აჩვენა, რომ თუ კონკრეტული ცილა დეგრადირდება, მოგონებები მოდიფიცირდება — თუმცა, მეცნიერებს ჯერ არ აქვთ ბოლომდე პასუხი, არის თუ არა ის უშუალოდ ჩართული მეხსიერების დაშლაში, თუ ეს უფრო ღრმა რეაქციის შედეგია.

მაგალითისთვის, 2004 წელს ნიუ-იორკის მეცნიერებმა შეძლეს ცხოველების მკურნალობა პროპრანოლოლით, რითაც მათ მიღებული ტრავმა დაავიწყეს, მაგრამ შედეგების გამეორება ძნელი აღმოჩნდა.

ამჯერად, ახალ ექსპერტიმენტში ვირთხებს მსუბუქ ელექტრო შოკის დარტყმას აყენებდნენ, მას კი თან დაწკაპუნების ხმა მოჰყვებოდა. ვირთხებმა ეს კონკრეტული ხმა ელექტრო შოკთან დააკავშირეს. უკვე ამის შემდეგ ვირთხებს ახალი მეთოდით უმკურნალეს.

"ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა და რთულ მექანიზმებთანაა დაკავშირებული. ამის ფონზე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ექსპერიმენტი ცხოველებზე ჩატარდა. ადამიანის ტვინიც მსგავსია, მაგრამ ის ბევრად უფრო კომპლექსურია", — თქვა დოქტორმა ემი მილტონმა, წამყვანმა მკვლევარმა.

"ეს რაღაცით ცნობილი ფილმის — "ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალების" სიუჟეტს მოგვაგონებს, სადაც პროტაგონისტს შეუძლია აირჩიოს თუ რომელი მოგონება დაივიწყოს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად ნამდვილად არ არის. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ შევძლებთ გამოვყოთ ის ფაქტორები, რომლებიც მეხსიერებას ცვლის ცხოველებში და გადმოვთარგმნით მათ ადამიანებზეც“, — ამბობენ მკვლევრები.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.