ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს განაჩენის გასაჩივრების უფლება უნდა მიეცეს. მისივე ინიციატივაა, რომ სააკაშვილის საქმეზე ახალი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მისი მსჯავრის მოხდის პროცესი უნდა გადავადდეს. სამადაშვილის თქმით, სააკაშვილი მისი თანამონაწილეობის გარეშე გასამართლდა და ევროპული კონვენცია მოქალაქის თავის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებას ითვალისწინებს.

"შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განვიხილოთ, რომელიც დაადგენს, პირველი: მიეცეს მსჯავრდებულს უფლება გაასაჩივროს გამოტანილი განაჩენი სწორედ იმ მიზეზით, რომ ის არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს. მეორე, განვიხილოთ და მივიღოთ შესაბამისი ცვლილება იმისთვის, რომ ახალი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მსჯავრის მოხდის პროცესი გადავადდეს", — განაცხადა სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მას მიაჩნია, რომ ამაზე მსჯელობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. დეპუტატის თქმით, პარლამენტმა უახლოეს მომავალში ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზეც უნდა იმსჯელოს, რომელიც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.

"იმიტომ რომ, ხელისუფლება მოგწონთ თუ არ მოგწონთ, გჯერათ თუ არა, მალე შეიცვლება და მურუსიძის სასამართლოს ხელში თქვენ აღმოჩნდებით და არავის ვუსურვებდი ამას", — მიმართა სამადაშვილმა მმართველი პარტიის დეპუტატებს.


მიხეილ სააკაშვილი, დაკავების დღიდან, 19 დღეა შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.

13 ოქტომბერს, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, ასევე, სახალხო დამცველსა და დეპუტატებს შორის უწყებათაშორისი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნებოდა.

14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ ამავე თემაზე: