გივი მიქანაძე

19 Oct. 2021, 13:40

მინდა გამოვეხმაურო ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, ქალბატონი თამარ ჟვანიას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის უზბეკეთის წარმომადგენლად დანიშვნას. პირველ რიგში, მსურს მივულოცო ქალბატონ თამარს ასეთი მაღალი აღიარება საერთაშორისო დონეზე. მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი ყველაზე დიდი ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც ამერიკის მთავრობის დაფინანსებით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და მათ შორის, საქართველოშიც აქვს წარმომადგენლობა. რაზე მეტყველებს ამერიკული მთავრობის მიერ დაფინანსებული არჩევნებზე მომუშავე ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშნა. უპირველესად თამარ ჟვანიას კომპეტენციის და პროფესიონალიზმის აღიარებაზე. როგორ ფიქრობთ, ძვირფასო ოპოზიციის წარმომადგენლებო, დანიშნავდა ეს ორგანიზაცია თავის წარმომადგენლად ადამიანს, რომელიც არჩევნებს გააყალბებდა? [...]

საინტერესოა რა კომენტარები გაქვთ, თქვენს მიერ მთავარ გამყალბებლად შერაცხული თამარ ჟვანიასადმი, ასეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე ამერიკული ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმულ ნდობაზე. მე თქვენს ნაცვლად შემრცხვებოდა და ახლა მაინც მოვუხდიდი ბოდიშს. მაგრამ ბოდიშის მოხდასაც უნარი უნდა, რომელიც სამწუხაროდ თქვენ არ გაგაჩნიათ. 

ასე გამოეხმაურა დეპუტატი გივი მიქაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დირექტორად დაინიშვნას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ