დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საერთოდ არ მივიდეს. ის ამბობს, რომ თუ გადაწყვეტს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას, ორივე კანდიდატს გადახაზავს.

"არ ვიცი, შეიძლება არ მივიდე [არჩევნებზე], შეიძლება მივიდე და ორივე გადავხაზო. დიდი ალბათობით, ორივეს გადავხაზავ", — განაცხადა ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს, 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება.