ქართული ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, არ დაუჯერონ ყოფილი პრეზიდენტის, მოწოდებებს. მისი აზრით, უკრაინის მოქალაქე ქართველ საჯარო მოხელეებს არ უნდა მიმართავდეს.

"ქართველ საჯარო მოხელეებს მოვუწოდებ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ დაუჯერონ. ეს არის მე მგონი, ყველაზე სწორი მოწოდება და ყველაზე ნათელი ახსნა, თუ რა აბსურდში ამყოფებს, მიხეილ სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მთლიანად ქართულ საზოგადოებას. უკრაინის მოქალაქე მოწოდებით მიმართავს, ქართველ საჯარო მოხელეებს, მე მგონი ამით უკვე ნათქვამია", — ამბობს პაპუაშვილი მთავარ არხთან.

გუშინ, 18 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებს და სხვებს მოუწოდა, რომ უარი თქვან ქართულ ოცნებაზე და აირჩიონ სამშობლო.