კანიე ვესტს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა არასდროს უჭირს, თუმცა გულშემატკივართა ნაწილს ვენეციაში უჩვეულო ფორმაში მყოფი რეპერის დანახვა მაინც გაუკვირდა. მართალია, კანიესთვის უცნაური ნიღბების მორგება უცხო ნამდვილად არაა, თუმცა ამჯერად მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ფოტო: BackGrid

ფოტო: BackGrid

ვენეციაში ჩასული კანიე ქალაქში უჩვეულო თეთრი ნიღბით გამოჩნდა, რის გამოც რეპერი ტვიტერზე 60-იანი წლების ცნობილი ფილმის, Fantômas-ის მთავარ გმირსაც შეადარეს. მსგავსება ნამდვილად აშკარაა, ამიტომ შესაძლოა, რეპერის შთაგონების წყარო მართლაც ფილმი გახდა.

რეპერი ამით არ დაკმაყოფილდა და ვენეციაში გამართულ ერთ-ერთ ქორწილში შავი ნიღბით გამოცხადდა, რომელიც ძალიან ჰგავს კალმარის თამაშის ცნობილი პერსონაჟის ფორმას.

უცნობია, ეს რეპერის ახალი იმიჯია, თუ კანიე უბრალოდ ჰელოუინისთვის ემზადება, თუმცა, არ გაგვიკვირდება, რომ მუსიკოსმა ჩვენთვის უცნაური ნიღბების კოლექციის გაცნობა კვლავ გააგრძელოს.