ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ქვეყანას ისევ დაუდგება საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა და ქვეყანა ამ წრიდან ვერ გამოვიდა.

"ტრაგედიას ვხედავთ, როდესაც 2-3 თვის ინტერვალით, ახლა სამწუხაროდ იმიტომ, რომ ზამთრის პერიოდია და ბევრმა სხვა ფაქტორმაც იმოქმედა, რასაკვირველია კიდევ გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ 40 000-ს გადასცდა აქტიური შემთხვევების რაოდენობა. ახლა ქვეყანას დაუდგება ისევ საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა, ამ წრიდან ვერ გამოვედით", — აცხადებს ის პალიტრანიუსის ეთერში.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 374, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 385 კვლევა ტესტით, მათ შორის, 15 522 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 863 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,77%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 8,47% ხოლო 7 დღის — 9,07%.