17 წლის შემდეგ ფარული ვნება ტელეეკრანებზე ბრუნდება! ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია Telemundo-მ ჯერ კიდევ მაისში დაადასტურა, თუმცა ამჯერად გულშემატკივრებს პირველი თიზერი შესთავაზა, რომელშიც ჩვენს მონატრებულ გმირებსა და მსახიობებს, მათ შორის, მარიო ჩიმაროსა და დანა გარსიას ვხედავთ!

ვიდეოში ჩვენი საყვარელი გმირები ერთმანეთს ეხვევიან და როგორც ჩანს, მეორე სეზონისთვის ემზადებიან, რომელიც 2022 წელს გამოვა.

ფოტო: Telemundo

დაახლოებით ცნობილია ახალი სეზონის სცენარიც: სერიალი ძირითადად კვლავ ერთგული მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ძმების ირგვლივ განვითარდება, ოღონდ ოცი წლის შემდგომ მოვლენებზე მოგვითხრობს და მათ შთამომავლობას, ახალ თაობას გავიცნობთ.

Telemundo იმასაც გვპირდება, რომ უფრო დრამატული, ვნებიანი და ტრაგიკული სანახაობა გველის წინ, რაშიც ეჭვი არც გვეპარებოდა!

ფოტო: Telemundo