Apple-მა მის ისტორიაში ყველაზე ძლიერი პროცესორები — M1 Pro და M1 Max წარადგინა. ორივე მათგანი 5 ნანომეტრიან არქიტექტურაზეა აგებული. Apple წარმადობის მხრივ დიდ ნახტომს გვპირდება.

პირველი M1 პროცესორი თითქმის ერთი წლის წინ დაანონსდა და ის MacBook Air-მას და 13 ინჩიანმა MacBook Pro-მ მიიღო. Apple-მა დღეს მისი განახლებული ვერსიები გვიჩვენა.

M1 Pro-ს, როგორც Apple გვპირდდება, 70%-ით უფრო სწრაფი პროცესორი და ორჯერ უფრო მძლავრი გრაფიკული ამაჩქარებელი ექნება ვიდრე M1-ს ჰქონდა. ჩიპსეტის არქიტექტურა ძირეულად არ შეცვლილა, თუმცა M1 Pro Apple-მა ამ შეთხვევაში 10 ბირთვიანი პროცესორითა და 16 ბირთვიანი GPU-თი აღჭურვა.

ახალ ჩიპს უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერაც ექნება. მის გაზრდა სურვილისამებრ 32GB-მდე შეძლებთ. ჯამურად M1 Pro-ს 33.7 მილიარდი ტრანზისტორი ექნება, რაც ორჯერ უფრო მეტია თუ მას M1-ს შევადარებთ.

თუმცა Apple არც აქ გაჩერდა, მან კიდევ უფრო მძლავრი M1 Max-იც გვიჩვენა. მას ისევ 10 ბირთვიანი პროცესორი ექნება, საიდანაც 8 მაღალი წარმადობის, ხოლო 2 ენერგოეფექტური ბირთვი იქნება. M1 Max-ის შემთხვევაში ოპერატიული მეხსიერების გაზრდა 64 გიგაბაიტამდე შეგვეძლება, გრაფიკული ამაჩქარებელი კი 32 ბირთვს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პირველ M1-ზე ოთჯერ უფრო სწრაფი იქნება. M1 Max-ს 57 მილიარდი ტრანზისტორი ექნება. ამ ჩიპსეტის დახმარებით თქვენ ლეპტოპზე 4 გარე მონიტორის შეერთებას შეძლებთ.