სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს სამართლიან სასამართლო პროცესამდე — 72 ევროპელი პოლიტიკოსის წერილი
ევროპარლამენტარების, ყოფილი პრეზიდენტების, ელჩების, მინისტრების ღია წერილში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, სანამ მისთვის წაყენებული ბრალდებებისთვის სამართლიან სასამართლო პროცესზე წარსდგება.
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში განსახილველი განცხადებისა და მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს დემოკრატიის აღდგენის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის სასამართლო პროცესზე არ დადგება, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, მისთვის წაყენებულ ნებისმიერ ბრალდებაზე", — ვკითხულობთ ღია წერილში.
მათივე განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ემსახურება.
"ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის დაკავება მხოლოდ იმ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ემსახურება, რომლის წინაშეცაა საქართველო მრავალწლიანი უკიდურესი პოლარიზაციის შემდეგ, რაც გამოწვეულია თავისუფალი მედიის გაკონტროლების მცდელობებით; ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და უცხოელი დიპლომატების დაშინების, თვალთვალისა და ოპოზიციის რესურსებისა და სივრცის შეზღუდვის მცდელობებით", — ამბობენ ისინი.
წერილის მიხედვით, უკიდურესი პოლარიზაცია დემოკრატიულ ინსტიტუტებს ანგრევს, ახლა კი დუმილი არჩევანი არ არის.
"ყოველი დღე, როცა საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და მისი პოლიტიკური მტრებისა და წინამორბედების დაპატიმრებას, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს საქართველოში, ხოლო ეროვნული სტრატეგიული პრიორიტეტებისთვის პოლიტიკური ძალების ერთობას შეუძლებელს ხდის. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუციებს, რაც არის საქართველოს საუკეთესო დაცვა ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს ფორმა. ახლა დუმილი არჩევანი არ არის", — აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორები ხაზს უსვამენ სასამართლოსადმი არარსებულ ნდობას საზოგადოების მხრიდან და ამბობენ, რომ საერთაშორისო დაკვირვება ამ პროცესს წინსვლაში დაეხმარება.
"იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სისტემას საზოგადოების ნდობა არ აქვს საქართველოში, ზოგიერთი საერთაშორისო დაკვირვება დაეხმარება დაძაბულობის განმუხტვაში, რათა პროცესი წინ წავიდეს. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დრო საქართველოში უნდა დასრულდეს. ეს ნათლად იყო გაცხადებული 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით ქართულმა ოცნებამ გააუქმა. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რომ გზა გაიხსნას სტაბილიზაციის შეთანხმებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური კრიზისის დასრულებასა და იმ კურსის აღდგენას, რომელიც ქართველ ხალხს სურს საკუთარი ერისთვის", — ვკითხულობთ წერილში.
ღია წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები, ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიენე, ანა ზალევსკა, რაფაელ გლუკსმანი და ა.შ. ლატვიის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები; ვალდის ზატლერსი და ვიქტორ იუშენკო; შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტი; საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი; თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სიხარულიძე; ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია და სხვები.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
კომენტარები